მესხეთის ეთნოგრაფია
ძირითადი თავისებურება სამცხე-ჯავახეთისთვის არის მისი ეთნიკური მრავალფეროვნება. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები და სომხები შეადგენენ. აქ ცხოვრობენ აგრეთვე ბერძნები, ოსები და რუსები. ახალქალაქი და ნინოწმინდა შეადგენს ეთნიკურად ჰომოგენურ ჯავახეთს - აქ 90%-ზე მეტს სომხები შეადგენენ. ჭრელია მესხეთი რელიგიურადაც. აქ სახლობენ მართლმადიდებელი ქართველები (ძირითადად სამცხე), გრიგორიანელი სომხები, კათოლიციზმის მიმდევარი ქართველი და სომეხი მოქალაქეების ნაწილი.