შემოქმედი

 

 ფოტო–კოლაჟი

 

 სოფელ შემოქმედიმდი მდებარეობს მდ. ბზუჯის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე. შემოქმედის უბანი ერთისაუკეთესოთაგანია გურიაში როოგორც ჰავით, ისე  ნაყოფიერებით:აქ საუკეთესო ჯიშის ღომი, სიმინდი მოჰყავთ.როგორც ამბობენ, იგი განსაკუთრებით ცნობილია წვრილმარცვლიანი წითელი ყურძნის ჩხავერის სიუხვით. ამ ყურძნისგან სასიამოვნო და ყველაზე მაგარ ღვინოს აყენებენ

    შემოქმედის მონასტერი მდებარეობს დაბალ მთაზე, სადაც ბზუჯის ნაპირიდან ფერდობზე მიიკლაკნება საცალფეხო გზა ვენახებშიმონასტერში წყალი არ არის და მდ. ბზუჯიდან იღებს. მონასტრის შიგა ეზოში შევდივართ მიწის სისწრივ  ჩაყრილი აქვს გლავნზე   დაშვებული ახალი  სამრეკლოდან, რონელიც თლილი  აქვთ არის ნაგები სამრეკლოს შიგნით არსებულ წარწერაზე ამოვიკითხავთ       

შემოქმედის ეკლესია–მონასტერი ელენე დედოფლისა და მამია გურიელის ინიციატივით აიგო. ეკლესია ორი ტაძრისაგან მაცხოვრისა და ზარზმისაგან შედგება, ეკლესიის აგების თარიღი სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს ეკუთვნის.

საუკუნეების მანძილზე მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერენგით შომოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ამ განახლების შესახებ უნდა მოგვითხრობდეს ეკლესიის წარწერები: ” ქ(რისტ)ე  ყ(ოვლა)დ ძლ(იე)რო.” შეიწყალე აფხ(ა)ზთ(ა)  კ(ათალი)კ(ოს)ი ბ(ა)ტ(ონ)ი მ(ა)ქსიმე ამინ (1,105).

მაქსიმე ჯერ შემოქმედის ეპისკოპოსი გახლდათ, ხოლო 1639 წლიდან აფხაზეთის კათალიკოსი. შემოქმედის აღმოსავლეთ ფასადის ლავგარდანის ქვეშ დატანილ წარწერაში იხსენიება იაკობი.” მე ფ(რია)დ ც(ოდვ)ილი იაკ(ო)ბ (1,105).

იგი XVII საუკუნის მოღვაწე გახლდათ და როგორც ჩანს, მაქსიმეს დროს დაწყებული სამუშაოები მას დაუმთავრებია. რაც შეეხება შემოქმედის ზარზმას, იგი გუმბათით დასრულებულ ერთ ნავს წარმოადგენს ხუთწახნაგა აფსიდით. შემოქმედის ზარზმა 1572 წელს აშემდა, თუ რატომ და რისთვის? ამას ვიგებთ ერთ–ერთი ძველი დოკუმენტით” ოგიტიძეების საგვარეულო სიგელით.”

ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული  ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ახალციხიდან ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა. აი, ასე მოხდა ეს ხატი ამ მონასტერში, რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მის აღმშენებად ერთგან ვახტანგ I გურიელი, ხოლო მეორეგან მამია II გურიელი მოიხსენიება, უნდა მოგვითხრობდეს ორივეს განუზომელ ღვაწლზე. ამ მნიშვნელოვან საქმეში, საგულისხმოა, რომ ვახტანგ I–ის მეუღლე სამცხის ათაბაგის ასული თამარი გახლდათ, სწორედ თამარის ინიციატივით დაიწყო სამცხის სიწმინდეების გადახიზვნა და შემოქმედში ზარზმის ეკლესიის მშენებლობა.

შემოქმედის ეკლესიაში ინახებოდა: გიორგი გურიელისა და ელენე დედოფლის მიერ შეწირული მაცხოვრის ხატი, ვახტანგ I გურიელის მეუღლის დედოფალ თამარის შეწირული ღვთისმშობლის ოქროს ხატი ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატის გარშემო დაკრული იყო სხავადასხვა დროს შესრულებული 17 ფირფიტა სახარებისეული სცენებითა და წმინდანების გამოსახულებებით. ამ ხატს შუაგულში მოთავსებული აქვს ღვთისმშობლის ჩასადგმელი ოქროს ხატი 24 ძვირფასი თვლით მამია II გურიელისა და დედოფალი თინათინის შეწირული, მასზე დატანილი წარწერის თანახმად, ყოველ ახალ წელს მეკვლეობას, ამ ხატს მთავართან მიასვენებდნენ, ამგვარადვე ულოცავდნენ აღდგომას. ხატი ოქრომჭედელ ივანე წიქრიძეს შეუსრულებია 1601 წელს.  მამია II და დედოფალ თინათინის შეწირული იყო მაცხოვრის ოქროს ხატი. შემოქმედი სოფელ გოგოეთიდან იყო გადმოსვენებული წმინდა დემეტრეს მოოქროვილი ვერცხლის ხატი. სპონიეთიდან იყო გადმოსვენებული მოოქროვილი ვერცხლის ხატი ღვთისმშობლისა, წმ. გიორგის ხატი ამაღლებიდან, წმ. გიორგის ოქროს ხატში, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს ” წმიდის გიორგის, ხორხი და ძვალი.” როგორც ჩანს ამ ხატში წმინდა ნაწილები იყო დაცული.

 

Hosted by uCoz