აჭის ეკლესია მდებარეობს 3-4 კმ-ზე ჭანეთიდან და 14-15 კმ-ზე ოზურგეთიდან, სანისლობის მთის ძირში, აჭისწყლის მარჯვენა ნაპირზე. იგი შემაღლებულ ბაქანზე დგას, ერთ მხარეზე ხრამი აკრავს, რომელიც მდინარეზე ეშვება; მეორეზე -გრძელი თლილი ქვის კიბე ეკლესიის ეზოში ასასვლელად. ეკლესიის შენობა დაზიანებულია. იგი გარედან შემოსილია საგულდაგულოდ გათლილი პორფირით და ნიჟარისებრი კირქვით. ეს შენობა გეგმის მიხედვით სხვა არაფერია თუ არა კვადრატი. მისი სიმაღლე 3 მეტრია.აღმოსავლეთითა და დასავლეთით წესიერი ფრონტონები აქვს, რომელსაც კიდეებზე, ისევე როგორც მთელი შენობის ირგვლივ, ღარისებრი ლავგარდანი გასდევს. მისი ფანჯრები და სვეტებიანი ჯვარი აღმოსავლეთის ფასადზე დაფარულია საკმაოდ ღვარჯნილი , ფაქიზად ნაკეთები ჩუქურთმით, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ერთი საუკეთესოთაგანი ყოფილა მთელ გურიაში. ეკლესიის მოცულობა დიდი არ არის. შიგნით სიგრძე 12 მ-ია, სიგანე 6 მ. მას ადრე სამხრეთით კარიბჭე ჰქონია და ქვის ჩუქურთმიანი კანკელი, რომლის ნაშთი ამჟამად გამოყენებულია კვარცხლბეკად საკურთხევლის აღსავლის კარების შესასვლელში.
როდის აშენდა აჭის ეკლესია ზუსტად არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში ძაგოზე ძველად უნდა მივიჩნიოთ. გურიაში (დაახლ. VI საუკუნეში) იგი გიორგი მთავარმოწამის სახელობისაა. შიგნით სულ ერთიანად დაფარულია ტლანქი ჭრელი მხატვრობით, მეტწილად ბერძნული წარწერებით. მის ფრესკებს შორის მოხსენიებულია ვიღაც „ონისიმე ტრაარზონელი“, ალბათ, მხატვარი. აჭის ფრესკებიდან განსაკუთრებით ყურადღების ღირსია დასავლეთის შესასვლელიდან მარცხნივ ჭაღარა წვეროსანი მოხუცი, რომელსაც ასეთი ფორმის თეთრი ქუდი ჰხურებია. მის გვერდით ბავშვიანი ქალია. მას ასეთივე ქუდი ახურავს, აცვია საკინძიანი პერანგი, ზემოდან ჯუბა, ბეწვმოვლებული ქართული ქათიბის მსგავსი. შეიძლება ეს ფრესკები თვითონ მშენებლებისა იყოს. სამწუხაროდ, წარწერები წაშლილია. მცირედი შემონახული წარწერიდან მხოლოდ ერთი რამ შეიძლება დავასკვნათ_ ეს მამაკაცი ცოლქმარია.
ეკლესიის შუაგულში პატარა ნახევრად მრგვალ ქვაზე, რომელიც სამოციქულოს მკითხველის კვარცხლბეკად იხმარებოდა, შემორჩენილია უსახური ნაკაწრები, რომელიც დაკვირვების შემდეგ ეპიტაფია ჩნდება. ეს ქვაც და წარწერაც ძალზე ძველია და მასში ნახსენებია იოსები.
დიმიტრი ბაქრაძეს ნაშრომში, აღსანიშნავია, აჭის მღვდლის მტკიცებულება, თითქოს აჭის ეკლესიას ჰქონოდეს ვარდან და გიორგი გურიელების მიერ უძრავი ქონების ბოძების ძველი სიგელები, ამ ქონებაში მათ ქაიხოსრო თაყაიშვილი ეცილებოდათ. ეს საბუთები მას ჩაუვარდა ხელში და დამალაო.
აჭის ეკლესიას უძრავი ქონება რომ ჰქონდა, ეს სხვა სიგელებიდანაც ჩანს. ერთ მათგანში, რომელიც დ. ბაქრაძემ გრიგოლ გურიელის ოჯახში აღმოაჩინა, ეკუთვნოდა ქაიხოსრო I გურიელს, რომელიც XVII ს-სში ცხოვრობდა,დაწვრილებით მოგვითხრობს,როგორ დაესხა მას გურიაში ვამეხ დადიანი და შემდეგ მასზე გამარჯვების გამო აჭის წმინდა გიორგის წირავს სამ კობლ გლეხს,ამასთან ამტკიცებს წინანდელ აჭის ეკლესიას თავის სასაპლაოს და საწინამძღროს მონასტერს,ხოლო მის წინამძღვრის იოსებ მეიერუსალიმეეს უწოდებს. გარდა ამისა არსებობს ეხლა სხვა წერილობითი წყაროებიც,რომლის საშუალებით ვარსქენითთ: აჭრის მონასტრის წინამძღვრებად თანმიმდევრულად ყოპილა სამი წევრი სალუქვარე-თაყიშვილის გვარებიდან:იოსებ მეირუსალიმე(ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმი მოილოცა,)რომელიც ქაიხოსროს I და გიორგიIV დროინდელი ნიკოლოზი, და იოსები, შემდგომში შემოქმედელი.