ხ ე რ თ ვ ი ს ი

 

ფოტო–კოლაჟი

 

 

  

 მთის სილუეტს შეზრდილი ხერთვისის ციხესიმაგრე ჯავახეთის<<Selection in Document>> წინკარს იცავდა. აღმართულია არტაანისა და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან. (სახელწოდებაც, ალბათ, ამ მიზეზის გამო ნაწარმოებია სიტყვა ერთვის”-გან) აღმშენებელებს მშვენივრად გამოუყენებიათ ბუნებრივი პირობები. აქვეა გადაჭიმული სოფელი ხერთვისი, მრავალიარუსიანი ხელოვნური ტერასებით, ნაყოფიერი ბაღებითა და ლამაზი სახლებით.

   ლეონტი მროველის ცნობით, ხერთვისი მოიხსენიება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, I-ში საქართველოს დასაცავად გამოიყენებოდა... სამწუხაროდ, აქ სათანადო კვლევა-ძიება ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ ამ პერიოდის დამადასტურებელი მასალა არ მოგვეძიება. რაც შეეხება ქართლის ცხოვრების”, წყაროს, მროველის ცნობით, იმ ციხეებიდან, რომელიც ალექსანდრე მაკედონელს  დახვდა, ნახსენებია  ”ხერთვისი მტკურისა”...

   ხერთვისის ციხე მტკვრის გაყოლებაზე ისტორიული ჯავახეთის ბოლო პუნქტია, მას შემდეგ იწყება სამცხე...

   უძველესი პერიოდიდან მტკვრის გაყოლებაზე გადიოდა სახელმწიფო გზა, რომელიც ყოველთვის მოითხოვდა სათანადო დაცვას და გამაგრებას. ამ მხრივ, ციხე ორმაგ დაცვას იმსახურებდა, ვინაიდან ის ჯავახეთისა და სამცხის გზისსაყარზეა. საუკუნეების განმავლობაში ციხეს მრავალი შემოტევების გადატანა მოუხდა, ბევრჯერ დაუნგრევია მტერს, თუმცა მისი აღდგენა ყოველთვის დროულად ხდებოდა. ამის დამადასტურებელი ფაქტია XIV -ის სააღმშენებლო წარწერა ქვაზე - 1354-1356 ..-ში. აქ აღდგენითი სამუშაოები  ცაუტარებია ვინმე ზაქარია კამკამისშვილს, მის მიერვეა აშენებული ერთ-ერთი კოშკი.

    XIII -ის ბოლოს ციხე-სიმაგრე ჯაყელების მთავარ დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენდა... ხოლო XVI -ის II ნახევრიდან (1578) ხერთვისს უკვე ოსმალეთი ამაგრებს საქართველოს დასაპყრობად. დროებით ამ ციხეს ირანელები დაეპატრონებიან, რომელთაგან გასუფთავებას” ,,დიდი მოურავი”-გიორგი სააკაძე მოახერხებს 1625 წელს. ძალიან ცოტა ხნით რჩება ციხე ქართველების ხელში, აქ  ისევ თურქები მაგრდებიან... 1771 წელს უკვე
პატარა კახიერეკლე II იბრძვის ხერთვისის გათავისუფლებისათვის, მაგრამ მასაც მალევე მოუწია უკან დახევა. ევაკუაციის დროს გაიტანეს ხერთვისიდან დიდძალი სიმდიდრე, ამ მიზეზით ზოგიერთი ისტორიკოსი ხერთვისს ქალაქად მოიხსენიებს.

   ხერთვისის ციტადელი გადაჭიმულია კლდოვანი მთის ჩრდილო-დასავლეთით. გალავანი, საკმაოდ მყარი ნაგებია, კედლები სქელია, აქვეა სათოფურები, ბოლოვდება ქონგურებით. გალავანს შიგნით კოშკებია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც ფორმით, ასევე სიმაღლით. გამოირჩევა ოცმეტრიანი კოშკი. იგი ორიგინალურია და პირდაპირი ანალოგია არ გააჩნია, მისი გეგმა კუთხეებმომრგვალებული კვადრატია! აქვეა ორი გვირაბი-რომლების საშუალებით სამალავი გზაა ციხიდან მდინარისაკენ...

   ხერთვისი, ისევე როგორც მესხეთის დანარჩენი მთავარი პუნქტები, თურქთაგან განთავისუფლდა 1828 წელს, მაგრამ უკვე ამ პერიოდში ციხე სიმაგრეს დაკარგული ჰქონდა თავისი ღირებულება...

   დღეს იგი ჩვენი ისტორიაა...

Hosted by uCoz