ფოტო–კოლაჟი

 

 

 

   ”ხელ-ყო აღშენებად საყოფელსა გამმარჯვებუკლსა მისსა ზეშთა-კურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობლისა, ზემო ვარძიის ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოჰკუეთა, თვით პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფი სანაკები, რომელი მტერთაგანშეუვალ და უბძოლველყო. ... თუ ვისმე ნებავს ამისგანცა, იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბ-ქმნილი”...

                                   ”ქართლის ცხოვრება”

                                        ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”

  

   მესხეთი, ოდესრაც, ყველაზე მოწინავე და მდიდარი მხარე ერთგვარი ზღუდე იყო საქართველოსა და მუსულმანურ სამყაროს შორის. ჩენტრ მდებარე, იგი კონტროლს უწევდა საქართველოს საზღვრებს და მეთვალყურეობდა ურჩი ფეოდალების გამოხტომებს, რომელთა ქმედება განსაკუთრებით გამწვავდა XII-ის II ნახ-ში. სამცხე-ჯავახეთი ხშირად პლაცდარმსაც წარმოადგენდა საქართველოს ჯარების შესაკრებად ძლევამოსილი ლაშქრობის წინ. სწორედ აქ გადაწყვიტა  გიორგი III (1156-1184) ახალქალაქის, ხერთვისის, თმოგვის, მგელციხისა და ჯაყისციხის გვერდითაეგო არა ჩვეულებრივი ციხე, არამედ უზარმაზარი ”ყაზარმა”- მასში მცხოვრები, მუდამ მზადყოფი გარნიზონით. თუმცა ეს მეცნიერტა ერთი ნაწილის მოსაზრება, სხვა მეცნიერტა აზრით, ვარძია თავიდანვე აიგო, როგორც მონასტერი.

   საქართველოში მრავლადაა კლდეში ნაკვეთი ანსამბლები, მაგალითად: ანტიკური ქალაქი-უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი მონასტრები-დავითგარეჯი და შიომღვიმე, მონასტერი- ვანის ქვაბი, იქვე ვარძიასთან ახლოს, მარგასტანი... მაგრამ მათ შორის ყველაზე სრულქმნილი და რთული ვარძიის კომპლექსია.

   მეფე გიორგი III ვერ მოესწრო ვარძიის დასრულებას, კომპლექსმა გრანდიოზუ -

ლი და გამაგრებული მონასტრის სახე თამარის მეფობაში მიიღო. სწორედ აქ უყრიდა მეფე ტავს თავის ლაშქარს რუმი სულთანის რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად 1202 წელს (ბასიანის ბრძოლა) და შემდეგ 1210-1211 .. ზაქარია მხარგრძელის სარდლობით მოაწყვეს ქართველებმა ირანში ლაშქრობა, აიღეს თავრიზი; აქვე, ვარძიაში ხვდებოდა მეფე თამარი გამარჯვებით დაბრუნებულ სპას და აღუვლენდა ხოტბას ვარძიის ღვთისმშობელს.

    ჟამთააღმწერლნის ცნობით, ვარძიაში თავმოყრილი იყო ენით აღუწერელი სიმდიდრე და გამძი, რომელიც თვით თამარ მეფეს შეეწირა. სამი საუკუნის შემდეგაც კი, 1551 წელს, როდესაც შაჰ-თამაზი მესამედ ემოიჭრა საქართველოში, თავად ავიდა ვარძიაში, რათა საკუთარი თვალით ენახა ის სიმდიდრე, რაც სხვისგან ჰქონდა გაგონილი. თუ თვალს გადაავლებთ ფარსად გორგიჯანიძეს ”ისტორიას”, სწორედ იქ ამოვიკითხავთ - ”შაჰთამაზ ყაენი ციხეში ამოვიდა ამისთვის, რომ ამ საყდრისა მრავალი ქება მოახსენეს. რა ნახა ნაშენი  და ნაქმრობა მისი, გაოგნებულს უმეტესი იყო”... ყიზილბაშებმა უზარმაზარი მსხვერპლის ფასად

მოახერხეს ვარძიის აღება, იქ მყოფი ქართველები, მათ შორის ბერებიც, თითქმის სულ ამისწყვიტეს. მონასტერმა პრაქიკულად შეწყვიტა არსებობა...

   ვარძიის სამონასტრო კომპლექსი იშლება 500 მეტრიანი ფრონტით და შეიცავს 600-ზე მეტ სათავსოს, განლაგებულს ხუთ, ექვს, შვიდ, ზოგან კი ცამეთ იარუსად.

   ამჯერად, ვარძია წარმოგვიდგება ჩამოქცეული ფასადით, თავდაპირველად კი ყოველი სართულის გასწვრივ განლაგებული იყო გადახურული დერეფნები, ქუჩაბანდები ანუ ერთმანეთთან კარითა და გასასვლელებით დაკავშირებული ეზოები. სართულები ერთმანეთს უკავშირდება საიდუმლო გვირაბებითა და ჭერში გაჭრილი ხვრელებით, სადაც ხის მისადგმელი კიბით ადიოდნენ. რთი ასეთი გვირაბთაგანი-მთავარი ეკლესიის მახლობლად, უკავშირდება სამალავს, რომლის დასაცავადაც მოწყობილია სპეციალური საყარულო სათავსი და ორი ქვის კარი. მეორე გვირაბი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილშია და მიემართება მტკვრის ნაპირისაკენ. ციცაბო კლდეში ნაკვეთი საცხოვრებლები, გამაგრებული გასასვლელები, სპეციალური თავდასაცავი მოწყობილობები (კატაპულტა) ანსამბლს მტერთაგან ,,სეუვალსა და უძლეველს” ხდიდა.

    ვარძიის ყოველი საცხოვრებელი სამი სათავსოსაგან შედგებოდა: პირველი-კარიბჭე-ეზოა; შემდეგ დიდი დარბაზია და ბოლოს პატარა საკუჭნაო. სამივე განლაგებული იყო სამხრეთიდან ჩრდილოეისაკენ მიმართული ღერძის გასწვრივ, ზაფხულში სათავსო გრილია, ზამთარში კი სითბოს ინარჩუნებდა. ინტერიერი მარტივია, გლუვი კედლები, ბრტყელი ჭერი ანდა უფრო იშვიათად კამაროვანი; კარი და სარკმლები გვერდით კედლებში, რამდენიმე თახჩა ხატების, სანათურების, წიგნებისა და ჭურჭლეულობისათვის; კუთხეში კერა, ნიშნები-დასაძინებლად, ეზოში-პურის საცხობი თონეები.

   განსაკუთრებით საინტერესოა ვარძიის რამდენიმე გამოქვაბული. პირველ რიგში-თავლა, სადაც ოთკუთხა დარბაზის ცენტრში ორი სვეტია, მათ შორის ერთგვარი შემაღლება, თივისა და ბალახის დასყრელად,გვერდით მარცვლეულის ჩასაყრელი ბაგაა. შუაში გასასვლელია მეჯინიბეთათვი, ცხენებს ერთმანეთის პირისპირ აბამენ.

   არის .. ”სალხინო” დარბაზი და მის გვერდით მცირე მარანი; კიდევ ერთი დიდი მარანი მიწაში ჩაფლლი ცამეტი ქვევრით. სულ ვარძიაში შემორჩენილა 28 მარანი (6 დარბაზი, 22-საკუჭნაო) მათში დაცული 235 ქვევრით, რომელთა საერთო ტევადობა  90973 ლიტრია, საწნახელებით და სპეციალური პრესებით - ჭაჭის დასაწურად-.. ”საქაჯავებით”. ყოველივე ეს მოწმობს მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ დონეზე განვითარებას.

   საინტერესოა სათათბირო ოთახი .. ”სადარბაზო”, სადაც ბრწყინვალედაა გადაჭრილი აკუსტიკური პრობლემა. ”სატრაპეზოში” კედლებს მიჰყვება სკამები, მათ წინ კი მაგიდები. აქვეა .. ”თამარის ოთახი”, თუმცა კი ლეგენდის თანახმად ტამარ მეფეს ვარძიაში 366 ოთახი ჰქონდა, ანუ იმდენივე რამდენი დღეც არის წელიწასში, ეს იმ მიზეზით, რომ მტერს არ სცოდნოდა მეფის ნამდვილი ადგილსამყოფელი. რათქმაუნდა კომპლექსში არის აფთიაქიც, წამლების შესანახი პატარა თახჩებიც.

    ქალაქში, რათქმაუნდა, საჭირო იყო წყალი. ზედა ვარძიიდან 3,5 კმ-ის მანძილზე გამოუყვანიათ წყალსადენი, ომლის ტრასა გასდევს რთული რელიეფის მქონე მთის ფერდობებს. ჩარხზე დამუშავებული კერამიკული მილები ჩადგმულია სპეციალურ ტრანშეებში. წყალსადენი დღე-ღამეში იძლეოდა 166000 ლიტრ წყალს, რაც საკმარისი იყო 50 000 მცხოვრებით დასახლებული ქალაქისათვის, აქვეა ბუნებრივი წყაროც, მთავარ ეკლესიასთან ახლოს, დასალევად ”ფრიად გრილი და სასიამოვნო”. (მისი მუდმივი ტრმპერატურა 11%).

   ვარძია ციხესიმაგრეცაა და რელიგიური ცენტრიც. მაგრამ 15 ეკლესიათაგან ფრესკების ფრაგმენტები შემოგვინახა ლიტანიის ეკლესიამ შესასვლელის ტიმპანში. XV -ის მხატვრობა, თუმცა კი ძლიერ დაზიანებული, მცირედია შემორჩენილი ანანურის ეკლესიაშიც...

   ვარძიის მშვენებას  მისი მთავარი ტაძრის - ”ღვთისმშობლის მიძინების” ეკლესიის მოხატულობა წარმოადგენს. ამ ტაძრის მშენებელია ტამარი, რომელიც მამასთან გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული ჩრდილოეთ კედელზე; ყმაწვილქალ-თამარს ხელში უჭირავს ტაძრის მაკეტი. თამარის მორთულობა-მძივი და საყბეურის არარსებობა მიუთითებს ჯერ გაუთხოვრობის, ხოლო წარწერა რომელიც მხოლოდ თამარისადმია მიძღვნილი ”რომელი მრავალჟამეულობსმცა”- მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი III უკვე გარდაცვლილია. ამით ვასაბუთებთ, რომ ვარძიის მოხატვა მოხდა 1184-1185 .-ში.

   სამეფო პორტრეტების გარდა, ,,მიძინების ტაძარში” არის კიდევ ერთი გამოსახულება ქტიტორის-ქართლის ერისთავის რატი სურამელისა.

   ტაძარი დარბაზულია, გეგმით ოდნავ წაგრძელებული, ოთკუთხედი, მაღალი და ფათე აბსიდით (სიგრძე-14,5, სიგანე 8,25, სიმაღლე 9,25).

   ეკლესიის მოხატულობა მრავალფეროვანია-ღვთისმშობლისა და ყრმის ამოსახულება მთავარანგელოზთა შორის, წმინდათა გამოსახულებები, ,,განკითხვის დღის” კომპოზიცია, ”ვედრება”, ”ჯვრის ამაღლება”...

   ვარძიის მხატვრობა დინამიურია, მკაცრი და დახვეწილია ფერთა გამა. შესწავლა ნათელს ხდის, რომ ტაძრის აბსიდში მუშაობდა ოსტატი, რომლის სახელი-გიორგი ჭარი, შემოინახა კონქში ყვავილოვანმა ზოლმა; იგი უნდა ყოფილიყო წამყვანი მხატვარი, ვინაიდან მუშაობდა ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში... 

Hosted by uCoz