ადრეულფეოდალური ხანის მესამე პერიოდში, IX-X .-ში საქართველოში აღინიშნება ,,ახალქალაქების ხანა”, ახალი ფეოდალური ქალაქებისა, წარმოშობისა და ჩამოყალიბების პერიოდში. ამ დროს ახალციხის გვერდით დაარსდა თმოგვი.

  თმოგვის მშენებლობა-სიმაგრეების განლაგების შემუშავებულ სისტემას ექვემდებარებოდა. ის იცავს უმთავრეს გზებს, ხეობებს, ქალაქებს. მდებარეობს მიუვალ კლდეზე, 150-. სიმაღლეზე. ძნელი იყო ასეთ ადგილას მასალის მიზიდვაც და შენებაც. მდებარეობის გამო ციხე-სიმაგრე მოკლებულია წესიერ გეომეტრიულ მოხაზულობას. იგი შენდებოდა ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამდე, არა აქვს სათოფურები. მისი კოშკები არ არის გამოშვერილი საერთო კონტურის გარეთ, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასმული ფლანკირების (საკუთარი კედლების გასწვრივ ცეცხლით დაცვის) საკითხი. საშენ მასალად ხმარობდნენ წესიერი ფორმის, თუმცა არც მაინცდამაინც სუფთად გათლილ ქვას. ამ ციხის მხატვრული ეფექტი უმეტესად ემყარება შენობის დაკავშირებას მთასთან, კლდესთან; ციხე ისეა სეზრდილი მათთან, რომ ძნელი გასარჩევია ბუნებრივი კლდისა და კედლების მიჯნა. თვით კედლებიც მძლავრი და მონუმენტურია. მატიანეთა ცნობით, დამპყრობლები ხშირად ცდილობდნენ მის აღებას, მაგრამ ეს მოახერხა თითოოროლამ. ციხე-სიმაგრიდან ნახევარი კილოეტრის დაშორებით მდებარეობს ნანგრევები გამაგრებული ქალაქისა.

  ქალაქი და ციხე-სიმაგრე, როგორც უკვე ავღნიშნე, მიუვალ ადგილზე იყო. ამიტომ მისი მომარაგება წყლით ძალზე რთული იყო, მაგრამ მშენებლებმა ეს საკითხიც მშვენივრად გადაჭრეს-ციხის სამხრეთ კედელში გაჭრეს გვირაბი, ვერტიკალურად დახრილი მდინარე მტკვარზე. ციხეში იყო ასევე ორი დიდი რეზერვუარი  წყლისათვის. რაც შეეხება თმოგვის ისტორიას, წყაროებში იგი პირველად  იხსენიება 914. არაბთა შემოსევების დროს, სარდალმა აბულ-კასიმმა მოარბია სამცხე-ჯავახეთი "მოადგა ციხესა თმოგვსა”... შეტევის განხორციელება მან უაზროდ ჩათვალა და უკან დაიხია.

    საქართველოს გაერთიანების პროცესი, როგორც ვიცით იწყება X-ის ბოლოსა და XI. დასაწყისში. ამ პროცესს ბევრი ფეოდალი ეურჩებოდა, ეშინოდათ თავის ძალაუფლების დაკარგვა; ბაგრატ III- (975-1014) "კლარჯნი ხელმწიფენი... სუმბატ და გურგენ... შეიპყრნა... და... პატიმარ ყუნა ციხესაPშინა თმოგვსასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნენ”... (1011-1012) ამ დროისათვის-XI-ში თმოგვი ფარსმან ერისთავის კუთვნილება იყო. 1073 წელს გიორგი II- (1072-1089)Pაუჯანყდნენ დიდებულები, მეფემ ურჩი ყმები ,,წყალობით დაფარა”.აჯანყებულებს შორის იყო ნიანია ქვაბულის ძე, რომელმაც საჩუქრად მიიღო თმოგვი უკვე XII-ში,     გიორგი III-ის მეფობის ჯამს(1156-1184) ნიშნად მეფის ერთგულებისა თმოგვი გადაეცა მსახურთუხუცეს აფრიდონს სამმართველოდ, მაგრამ ციხე-ქალაქი მაინც მეფის კუთვნილებაა. თმოგვის მფლობელის ამირსპასალარი გამრეკელის სიკვდილის შემდეგ (1191), თამარის მეფობის ჟამს(1184-1213) ,,შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგვი”... თმოგვის მფლობელები ამ სარგის ვარამის ძე მხარგრძელის შემდეგ, მისი გვარის წარმომადგენლები აქ მმართველობენ ასი წლის განმავლობაში. მათ შორის გამოირჩევა სარგის III თმოგველი. წყაროებში იგი მოიხსენიება, როგორც საკმაოდ განსწავლული, ფილოსოფოსი, რიტორიკოსი და პოეტი. იგია ავტორი "დილარიანისა”.

   XIV-ში ქალაქი იცვლის მფლობელებს, ერთ-ერთი მისი მმართველის მურვან კათხაიძეს ხელში აშენებული იქნა გალავნის კედლები, მშენებელი იყო ოსტატი თეოდორი.

   XVI-ში თმოგვში შალიკაშვილები ბატონობდნენ, ამავე საუკუნის 70-იანი წლებიდან ციხე-ქალაქი თურქების ხელშია მთელი სამი საუკუნის განმავლობაში.

   ცნობილია, რომ თმოგვის ციხე-ქალაქმა გადაიტანა სამი ძლიერი მიწისძვრა. პირველი კატასტროფის შესახებ ცნობას გვაწვდის დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი-ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია, მცხოვრებლებთან ერთად ,,დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ნიანიას ძე ცოლითურთ”...

  მეორე მოწისძვრა ხდება 1283 წელს, მესამე-1319 წელს. მიუხედავად ამდენი კატასტროისა, შემოსევებისა და ნგრევისა თმოგვი დღესაც აოცებს მნახველს... 

Hosted by uCoz