ფოტო–კოლაჟი

 

  

   საფარის ცნობილი მონასტერი განმარტოებულ, სოფლებსაგან დაშორებულ, ადგილზე მდებარეობს. (ახალციხ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაში). მანძილი ახალციხესა და საფარას შორის 10-12 კმ-ია. გზაზე უღელტეხილია, უღელტეხილის გადასვლისთანავე ჩნდება-ღრელე-ძველი ქართული სოფელი (ერთადერთი დასახლებული პუნქტი). ღრელიდან მონასტრამდე ვიწრო გზა ციცაბო კლდის კალთაზეა გაყვნილი; გარშემო მოწითალო ფერის წითელი ფერის წითელი კლდეებია... მნახველს სრულიად მოულოდნელად წარმოუდგება მონასტერი... ვიწრო ხევის სიღრმეში შეხიზნული და სამი მხრივ კლდეებით შემოფარგლული მონასტერი. უმცენარო გზის შემდეგ-ფიჭვისა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმული, მრავალშენობიანი მონასტერი ოაზისივით ჩნდება...

   საფარა დაბურულ ხეობას გადაჰყურბს. ოდესღაც აქ მთის მდინარე ყოფილა, რომელიც ურაველის წყალს ერთვოდა. მთავარი ტაძარი ამ ხევის პირსაა, კლდოვან კონცხზე. აქედან აღ-თით ურაველის წყლის დაკლაკნილი ზოლი ჩანს, უფრო შორს კი დიდი ველი, სადაც მდ. ფოცხოვი მტკვარს ერთვის.

   საფარის მონასტერი-ოდესღაც სამცხის ათაბაგთა სამყოფელი-თავის დროზე ნამდვილ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით დღესაც დგას ციხის ძველი ნანგრევები, აქ ბექა ჯაყელის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა. ციხიდა დიდი გალავანი იწყება: ჩრდილოეთითა დასავლეთის გალავანი ტყეში იკარგება, ჩრდ-თით კი ციცაბო კლდეს ჩამოუყვება და მონასტრის შესასვლელის მარცხნივ კლდოვან ხევში თავქვე ეშვება.

   მონასტრის მთავარი შენობა-წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარია.შესასვლელთან, კლდის პირას, წმ. სტეფანეს სახელობის მცირე სამლოცველოა-ერთნავიანი უგუმბათო შენობა. აქვეა კლდეზე მიბჯენილი, ქვაყორით ნაშენი, კამაროვანი სადგომები-თვალები. მისგან ოდნავ მოშორებით, გზაზე საგრძნობლად მაღლა, თლილი ქვით ნაშენები სასახლის ნანგრევებია, რომელიც "ზურგითკლდეებს ებჯინება, მისი სარკმელები კი აღმოსავლეთით, ხეობის მხარეს გადაჰყურებს. მონასტრის ცენტრში შენობები ძალიან მჭიდროდაა შეჯგუფებული, მარჯვნივ     2-3 -ის  სიმაღლეზე სამრეკლოა აღმართული, ჩრდილოეთით კი მას იოანე ნათლისმცემლიც სამლოცველო აკრავს. მარცხნივ კლდის კონცხი ფართო ბაქანს ქმნის-აქ დგას წმ. საბას ტაძარი, რომელსაც მერცხლის ბუდეებივით  ეკვრის დანარჩენი მცირე ეკლესიები-სამხ-თით მიძინების ტაძარი (ეს არის ყველაზე ძველი შენობა საფარის ტერიტორიაზე, სიდიდით კი-მეორეა) აღ-თით მცირე ზომის სამლოცველოა-წმ. დიმიტრის სახელობისა. აქვეა წმ. გიორგის სახელობისა პატარა ეკლესია, ჩრდ-აღთ-ით იოანე ოქროპირის სამლოცველო დგას.

   საფარის ისტორია საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა. არ ვიცით, პირველად როდის აშენდა ეკლესია მონასტერში. თვით სახელწოდება-საფარა-კი X-XII .-ში უკვე არსებობს. იმ ხანებში სასულიერო მოღვაწეობის ასპარეზზე, საფარასთან დაკავშირებული მამები არსებობენ-მაგ. ივანე საფარელი, ან ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი მოხსენებულნი არიან ისტორიულ წყაროებში.

   მონასტერში, როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაზე ძველი მიძინების ეკლესიაა: მისი დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, არც თვით შენობაზეა სააღმშენებლო წარწერა, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს-რომ იგი X -შია აგებული. მიძინების ეკლესია ერთნავიანი, უგუმბათო შენობაა. ჩვენ მას დარბაზული ტიპის ეკლესიებს მივაკუთნებთ. დარბაზი კრამიტითაა გადახურული, აღ-თით (ისევე, როგორც ყველა ეკლესიაში) საკურთხეველია. ეკლესიის თავისებურებაა .. პატრონიკე (აივნისებური სადგომი) რომელიც დასავლეთითაა მოწყობილი (პატრონიკეს ეკლესიაში სხვადასხვანაირი დანიშნულება ჰქონდა - აქ ან წარჩინებულნი თავსდებოდნენ, ან ქალები. ადრინდელ ხანაში-კათაკმეველნი, ზოგჯერ მგალობელნი) სვეტებზეა დაბჯენილი და დარბაზის მთელი სიგანე უჭირავს. ეკლესიას მინაშენი აქვს თაღოვანი კარიბჭე-აქედანაა შესასვლელი, მის პირდაპირ არის მეორე კარი, რითაც სამლოცველო წმ. საბას ტაძარს უკავშირდება.

   მხატვრობა XIV -ის I ნახევარს მიეკუთვნება. ამ პერიოდში ეკლესია საუძვლიანად შეაკეთეს და მთლიანად მოხატეს სამცხის ათაბაგის ბექა ჯაყელის შვილების ბრძანებით. XIX -ის I ნახევრამდე აქ არსებობდა ბექას ვაჟების-სარგის სამცხის სპასალარის, ყუარყუარესა და სალვას პორტრეტები...

   მიძინების ეკლესიას ძვირფასი სამკაულებიც ჰქონდა. ქვის კანკელი, რომელიც დარბაზს საკურთხევლისაგან აცალკევებდა. ასეთი კანკელები-დაბალი მოაჯირი, ზედ ამართული სვეტებითა და თაღებით-წინათ საქართველოში იყო გავრცელებული. მისი გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

   საფარის მონასტრის ცხოვრებაში ახალი ეპოქა XIII -ის მიწურულიდან იწყება. ამ დროს საქართველოში მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა, როგორც ვიცით აქ მონღოლები ბატონობენ 1235 წლიდან. სამცხე საქ-ოს ერთი და უმდიდრესი ნაწილთაგან 1266-იდან საქართველოს სახელმწიფოსაგან. (ხას-ინჯუდ გამოცხადდა) სამცხის მფლობელები-ჯაყელები უშუალოდ მონღოლთა ცენტრალურ ხელისუფლებას ემრჩილებიან. სამცხის მფლობელებს საერთოდ ათაბაგი ეწოდებოდა, მაგრამ სარგის ჯაყელი, პირველი დამოუკიდებელი მფლობელი სამცხისა, იმავე დროს მეჭურჭლეთუხუცესიც იყო, ხოლო მის ძმას ბექას მანდატურთუხუცესის წოდება ჰქონდა.

   ჯაყელთა სამთავროს ცენტრი, როგორც უკვე ავღნიშნე ვიცით, ახალციხე იყო. XIII-XIV .-ების მიჯნაზე გადააქციეს ჯაყელებმა თავის რეზიდენციად და საგვარეულო საძვალე.

   XIII-ის უკანასკნელ წლებში სამცხეს უკვე სარგისი კი აღარ განაგებდა, არამედ  მისი ვაჟი-მანდატურთუხუცესი. სარგისი ჯერ კიდევ ციცხალი იყო, მაგრამ იგი სიბერისა და ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სახელმწიფო საქმეებსა და ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ბექამ მამისთვის დიდი ეკლესია ააშენებინა საფარაში, რომელშიც, ალბათ ჯაყელთა სამარხიც იყო, წმინდა საბას სახელი ეწოდა.

   გავრცელებული წესის თანახმად, ბექამ ტაძრის შიგნით, სამხრეთის კედელზე, თავისი თავი და ჯაყელთა იჯახის სხვა წევრები დაახატინა. მხატვრობა დაზიანებულია, მაგრამ მისი ნაწილი თავისუფლად გაირჩევა, ნაწილობრივ გადარჩენილია ძველი წარწერაც.

   თვით ჯაყელთა წინ, საგანგებოდ დახატულ ჩარჩოში, მოთავსებულია წმინდა საბა, რომლის სახელზეც ეს ეკლესია იყო აშენებული. ჯაყელები მისკენ არიან მიმართულნი, თითქოს მას ევედრებიან ხელაპყრობით. ყველაზე წინ შავმოსასხამიანი მოხუცი გრძელწვერიანი პირია, მის თავთან გარკვევით იკითხება ,,საბა ათაბაგი”. (ყველა წარწერა ასომთავრულია.) მის უკან ბექა ჯაყელია (მას ხელში ტაძრის მოდელი უჭირავს) მისი სამოსელი საზეიმოა-წითელი, ოქროსარშია შემოვლებული. ბექას უკან მისი ვაჟები სარგის II და ყუარყუარე (ჯერ კიდევ, უწვერულვაშონი) დგანან.

   სარგის II ზევით მოთავსებულია წარწერა, რომლის დიდი ნაწილი უკვალოდაა მანდატურთუხუცესი ამბობს: ,,მე აღვაშენე და შევამკე ეკლესიაო”.

   ჩვენ ვიცით საფარის წმ. საბას ტაძრის მშენებელი ხუროთმოძღვრის სახელიც. იგი ფარეზასძე ყიფილა. მისი სახელი მოხსენიებულია წარწერაში-ტაძრის კარიბჭის სარკმელთან. წარწერა ადვილად იკითხება - "სრულ იქნა საყდარი ესე საძირკველითა ყოველთა ფერითა ხელთა ფარეზასძისთა, შეუნდვნენ ღმერთმანო”. ტაძარში სხვა წარწერებსაც ვხვდებით -რითაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ მშენებლობაში ჯაყელებთან ერთად მისი ქვეშემდომი ფეოდაებიც მონაწილეობდნენ - ესენი არიან-ვინმე ოქროპირ გაბეცასძე (შეუწირავს 120 ბო ტინატი (ბიზანტიური ფული) ,,ზედასაფიქლავად.. გადასახურავად), იოანე ღავასშვილი (შეუწირავს მამული "ციხითა, ეკლესიითა, წყლით, ტყით, ჭალით, ყანით, ვენახით, წისქვილით) და მესამე ვინმე გიორგი-შეუწირავს ეკლესიის კარი

   წმ. საბას ტაძარი XIII-XIV საუკუნეტა მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრობის მნიშვნელოვანი ძეგლია. ეს ხანა, თამარისა და ლაშა-გიორგის ხანასთან შედარებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით ღარიბია. ქვეყნის მძიმე ეკონომოკური მდგომარეობა აფერხებდა მშენებლობას. ქართლში იმ ეპოქის ძეგლი ერთია დარჩენილი-თბილისის მეტეხის ტაძარი დემეტრე II თავდადებულის მიერ ხელმეორედ აშენებული - (1278-1289). დასავლეთ საქართველოშიც თითოოროლა თუ მოიძებნება ამ პერიოდის ნაგებობა. სამცხე შედარებით უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო. მემატიანე მოგვითხრობს: როცა 1301 წელს ქართლში საშინელი შიმშილობა დადგა, დამშეული ხალხი სწორედ მესხეთში ეძებდა ხსნას, რადგანაც იქ "იპოვებოდა პური სასყიდლადო”.

   სამთავროს მფლობელი ბექა, ენერგიული მმართველი იყო. თანამედროვე მემატიანე აღფრთოვანებით იხსენებს მას: "ხოლო იყო ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თვალთა გრემან და შვენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრული, ძალითა ომსა შინა მხნედ მებრძოლი, ცხენთა ზედა მხნე და მოისარ ნადირთა ხელივანი, გონებითა ფრთხილ,   ქვეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა”.

   წმ. საბას ტაძარი, ზარზმის ტაძართან ერთად, ყველაზე დიდია ბექას დროინდელ  ეკლესიათა შორის. იგი ერთი პირველთაგანია საქართველოს იმდროინდელ (XIII-XIV . მიჯნა) ძეგლთა შორისაც, როგორც სიდიდით, ისე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ხარისხით.

   წმ. საბას მშენებლებს უჩუქურთმოდ არ დაუტოვებიათ არცერთი სარკმელი, გარდა აღმოსავლეთის კედლის მარცხენა და გუმბათის ყელის აღმოსავლეთისკენ მიმართული სარკმელებისა. ყოველ სარკმელს ფართო მოჩუქურთმებული არშია უვლის გარს, ჩრდილოეთით და სამხრეთით სარკმლებს შორის ორ-ორი არშიას კი აქვს. სარკმელებს გარშემო საგანგებოდ მორთული დისკოებია მოთავსებული, ჩრდ. სარკმლის თავზე კი მოჩუქურთმებული ჯვარია "აღმართული”. ყველაზე მდიდრული მაინც დასავლეთის კარიბჭეა. მისი კამარები, საბჯენი თაღები, შესასვლელი თაღები, სვეტისთავები-ქვაზე ამოკვეთილი წნულითაა დაფარული.

    ხუროთმოძღვარმა ფარეზასძემ ოსტატურად გადალახა სიძნელეები და ისეთი მტკიცე შენობა ააგო, რომ მის კედლებს დღესაც, 700 წლის შემდეგ, არავითარი ზიანი არ ეტყობა. ეს ეკლესია თითქოს "ჩაჭედილიახრამსა და დასავლეთიდან მიბჯენილ კედლებს შორის. კარიბჭის ნაწილს კლდე ფარავს. ადგილმდებარეობის სირთულით აიხსნება ისიც, რომ მიწის დონე ეკლესიის გარშემო ცვალებადია. ჩრდ-ის ფასადი მიწის დონეზეა, დასავლეთის თითქოს "ჩაფლულიამიწაში, სამხრეთისა კი მაღლაა "დაკიდებული”...

   ბექა მანდატურთუხუცესი საფარაში ერთი ეკლესიის აგებით არ კმაყოფილდება. ამ დროს საქართველოში უკვე გავრცელებულია სამრეკლოების შენება (XIII-XIV.). საფარის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესთაგანია საქართველოში-სამრეკლო, ისევე როგორც ეკლესია, თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ აქვს. ჩვეულებისამებ, ორსართულიანიამეორე სართული - ღია თაღებიანი ფანჩატური-საკუთრივ სამრეკლო,პირველში კი ლასურისძეთა საგვარეულო სამარხი იყო. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშემრდომნი იყვნენ. ერთი მათგანი მსახურთუხუცესი იყო.

   აქვეა ბაქას დროინდელი სასახლის ნანგრევი. (მთის კალთაზე, წმ. საბას ჩრდ-დას-ით). ნანგრევთა დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ძნელი წარმოსადგენია სასახლის პირვანდელი სახე. დარჩენილია მხოლოდ ერთი სართული: ორი დიდი სწორკუთხა სადგომი ერთმანეთის მიყოლებით, სარკმლები ძალიან პატარაა...

   XIV. საფარის ისტორიაში უკანასკნელ მიჯნას წარმოადგენს. სამცხის გათურქებასთან ერთად, დაიწყო ამ ტერიტორიის დაცარიელება.

   უმთავრესი ხატი-წმ. საბასი - იმერეთს წაუღია და ჩხარის ეკლესიაში დაუსვენებიათ. მეფე თეიმურაზ I-ის 1630 წლის ერთი სიგელი ადასტურებს, რომ საფარის წიმამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ მონასტრიდან. სიგელში ნათქვამია ,,უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წამოსუნებულიყო, მამულნი, სოფელნი, და ბანი წახდომილიყუნეს”... XVIII-ში, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საფარა ერთი მღვდელის ამარა დარჩენილა...  

Hosted by uCoz