საცხოვრებელი ტიპი

 

 

სამცხეში წარმოებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ აქ სამი ტიპის საცხოვრებელ სახლთან გვაქვს საქმე. ამათში, უძველესია - დარბაზი - ერდოიან გვირგვინიანი სახლი; მეორე ტიპია - ოდა - ოდური ბნიანი ბრტყელი სახურავით, ხოლო, მესამე ტიპია ე. წ. ლაზური სახლი.

რაც შეეხება პირველ ტიპს - ერდოიან-გვირგვინიანს, სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე სახელით არის ცნობილი. საქართველოში გავრცელებულს ვეძახით - დარბაზულს, სომხეთში არსებულს გლახუნს ეძახიან, ხოლო აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელია - ყარადამი.

საქმე იმაშია, რომ დარბაზული ტიპი გვხვდება ქართლშიც, მაგრამ მათ შორის შეიმჩნევა სხვაობა. სამცხეში იგი შენობათა მთელი რიგირ შემცველი, მთლიანი კომპლექსია, რომლის შემადგენელი ნაწილები გარკვეული დანიშნულებისანი არიან. ასეთ შენობას ცენტრალური საცხოვრებელი ნაწილის გარდა ახლავს: კარაპანი, ბაკი, საფურნე, ბოსელი და საბძელი.

დარბაზის ერთი დამახასიათებელი ნიშანთაგანია მისი მოთავსება ფერდზე ისე, რომ ზურგით იგი მიწაშია შეჭრილი. ფასადი ერთადერთი აქვს - იქ საიდანაც შესასვლელია მოწყობილი.

როგორც ცნობილია, ამ მხრის ძირითადი საცხოვრებელი XX საუკუნის ოციან წლებამდე ჯერ კიდევ ერდოიან-გვირგვინიანი სახლი იყო. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის საცხოვრებელი ყველაზე უძველესი ნაგებობაა. იგი, როგორც სახლი, ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულის შუა პერიოდში უნდა არსებულიყო.სამცხის სოფლისათვის დამახასიათებელი იყო საყდარი, მოედანი, სასოფლო წყარო და სასაფლაო.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასმელი წყლით მომარაგება ყოველთვის უმაღლეს დონეზე იდგა. წყარო - საყდრის გვერდით ან სხვა მოხერხებულ ადგილას იყო გაყვანილი.

ადამიანის საცხოვრისი - დარბაზი, ბოსელი, საბზელი და შენობის საფასადო მხარეს არსებული, წინიდან ღია ფარდულის მსგავსი სათავსო კარაპანი ჰორიზონტალურ დაგეგმარებაში იყო წარმოდგენილი.

მესხურ კარაპანს შიდა სამეურნეო საქმიანობაში და ყოფაში მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზაფხულში და შემოდგომის პირას აქ წარმოებდა შიდა სამუშაოეი - ჯვალოს ტომრების დამზადება, არყის ხდა, ფარდაგების დამზადება და ა.შ. ზაფხულში აქ ეძინათ საქორწილო ასაკის ვაჟებს, მათთვის განკუთვნილი დიდი ზომის ტახტზე, რომლის გვერდით მდგარა შიგნიდან შესალესი ხორბლეულის შესანახი დიდი გოდორი - და ”ლამაზბარი”.

კარაპანის მარჯვენა მხარეს, კედელში დატანებული კარი დარბაზში შესასვლელს წარმოადგენდა. კარი შიგნიდან იღებოდა, საკეტად ურდული გამოიყენებოდა, რომელიც გარედან საიდუმლო გასაღებით ირებოდა.

დარბაზი - დიდი ზომის სათავსოა. ოთახის ცენტრში XIX ს დასასრულამდე კერა ჰქონდათ მოკერა მოგრძო ზომის ყოფილა და მის თავზე აყარი ყოფილა გამართული. აყარზე ჩვეულებრივ საქვაბე ჯაჭვით იყო ჩამობმული. მარცხენა კედელთან მოწყობილი ყოფილა ხის ორი დიდი ტახტი, ისინი იმდენად ფართო იყო, რომ 10-15 კაცი ეტეოდა, შესასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ტახტი ყოფილა ახალშეუღლებული ცოლ-ქმრისთვის. ეს ადგილი ყველაზე ბნელი მხარე იყო დარბაზში. აქვე იყო საკუჭნაო, სადაც იდგა თიხისა და ხისაგან ნაკეთები სხვადასხვა ზომის კასრები, სადაც ინახავდნენ რძისა და ხორცის პროდუქტებს. აქვე იყო ჩაფლული მწნილის პატარა ქვევრები - მოწაში ამოთხრილი და ქვითკირით ამოშენებული იყო ხორბლის შსანახი ხარი, რომელიც ფორმით დიდ ქვევრს წააგავდა. ამ ადგილს ეწოდება ”საციო”. მის გვერდით მიდგმული იყო დიდი ზომის საფქვილე ამბარი, კარის სიახლოვეს საწყლე იყო გამართული, რომლლის თავზე გამართული ყო თაროები, სადაც ელაგა საოჯახო ჯამ-ჭურჭელი. ქვაბები და ქოთნები ბუხრის მარცხენა მხარეს არსებულ წალოში ინახება.

დარბაზის გადახურვა თავისებურია: ოთხივე კედელთან მიდგმულია კედელზე თითქმის ერთი მტკაველით დაბალი მრგვალი ძელებით. ძელებზე გადებულია საკმაოდ მსხვილი ”საწარბე” ანუ საკედლე ზელები. კედელთან მოშორებით აღმართულია სამ ძელზე დამუშავებული დედაბოძი. სამ დედაბოძზე საკედლე ძეგლებამდე გადებულია დიდი თავხეები და შეკრულია მეორე, შედარებით მცირე კვადრატი, რომლის ფართიდან გამოტოვებულია ფურნე, ახალი ცოლ-ქმრისა და საციოს მხარე.

მეორე კვადრატზე დადგმულია შედარებით მოკლე, საკმაოდ მსხვილი ძელებით შეკრული მესამე კვადრატი.ასევე პროპორციულად შემცირებულია გვირგვინის  მეოთხე კვადრატი, აქვეა მოწყობილი ერდო..ძელური კვადრატები ჩალითაა ამოტენილი, შემდეგ დატალახებული.ასეთი გადახურვის გამო დარბაზის საერთო ჭერი წაკვეთილი პირებიდებურას არის შემაღლებული.

მესხური დარბაზი თავისი ფართით ზოგჯერ 400 კვ.მტ. აღმემატებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქ ძირითადად ხალხმრავალი ოჯახები გვხდებოდა.ოჯახისთვის XIX ს-ის მიწურულისთვის დამახასიათებელი იყო ოჯახის უფროსის ტერმინის არსებობა.მისი ორი ვარიანტი არსებობს. Pირველი ,,ბერიკაცი”, მეორე ,,მამასახლისი”.იგი განაგებდა საოჯახო საქმეებს.მამასახლისს გვერდში ედგა მეუღლე- დიასახლისი, რომელიც უძღვებოდა საქალებო საქმეს. იასახლისის სიკვდილის შემთხვევაში მის ადგილს ოჯახში უფროსი რძალი იკავებდა,, ხოლო თუ მამასახლისი გარადიცველბოდა, მას უფროსი ძმა შეცვლიდა.

Hosted by uCoz