ქორწინება

 

 

 

  მესხეთში ქალ- ვაჟის დაქორწინება სრულს ასაკში ხდებოდა. ქალი 16 წლის უნდა ყოფილიყო, ვაჟი 18-ის.

სარძლოს შერჩევა ძირითადად დრეობების დროს ხდებოდა. Mოწონებული ქალის მშობლებს ვაჟის მშობლები ,,შუა კაცს” გაუგზავნიდნენ. შუაკაცი ამ საქმისათვის მომზადებული უნდა ყოფილიყო. ას უნდა სცოდნოდა ორივე მხარის მშობლების ჯიშ-ჯილაგი, მათი მოდგმა, ჯანმრთელობისა და გონებრივი მდგომარეობის ყველა წვრილმანი.

ძველად წესი ყოფილა –თუ მოციქული ქალის ოჯახში დადებით პასუხს არ მიიღებდა, იგი სასმესლა არ მიეკარებოდა.

ქალის მამა ან ახლობელი წავიდოდა ვაჟის  სოფელში თავის ნათესავთან და გამოიკითხავდნენ ვაჟის ვინაობას. ალის მხარე დაინტერესებული იყო ვაჟს გვარიშვილობით, ქართველობის.ყურადრება ექცეოდა ვაჟის გეოგრაფიულ საცხოვრებელსაც – მაგ: ძველად ჯავახეთში მესხეთიდან ქალს იშვიათად ათხოვებდნენ.

თუ ორივე მხარე თანახმა იყო, მაშინ ქალის მხარეს ხეხლახლა მიაკითხავდა  მაწანკალი, ქალის პატრონი თანხმობას მისცემდა და ეტყოდა ,,დაიბარე ვაჟის მამა, ,,ბეი” გავცვალოთო. ,,ბეი” გასაცვლელად  საღამო ჟამს ვაჟის მამას და მაჭანკალს ქალის ოჯახში მიჰქონდათ ერთი ჩარექი არაყი, ოქროს საყურე ან ბეჭედი ან ქიშმირის თავსახური. ალი ოჯახი მომზადებული ხვდებოდნენ. ვაჟის პატრონი  გადაეხვეოდა ქალის პატრონს, გადაკოცნიდა და სამჯერ გაცვლიდნენ მარჯვენა ხელით ,,ბეის”, მერე  პატარძალი მიჰყავდა მაგიდასთან და მას გადასცემდნენ ,,ბეის”, აქვე წესად ჰქონდათ, თუ ბეი ქიშმირის თავსაბურავი იყომ, იგი მულს უნდა  გაეცვიტა.  ქალის ბეი შეიძლება ყოფილიყო წინდები, ცხვირსახოცი, კრიალოსანი.

”,შუა კაცი” ვაჟის მამის მოტანილი ბოთლიდან ყველას თითო ჭიქა  არრაყს ჩამოურიგებდა. ქალის  პატრონი მოიპატიჟებდა ახლო ნათესავებთან. მოსულ ახლობლებს ამცნობდნე თავიანთი დანათესავების შესახებ. ამის  შემდეგ ვაჟის მამა ამოიღებდა ბოთლით არრაყს, ქალის პატრონი გამოიტანდა საწმელ- სასმელს,ქალის მამა დაასხამდა არრაყს და მიაწოდებდა ვაჟის მამას, რომელიც მოიკითხავდა პატარძალს. საპატარძლო ამ დროს ცალკე ოთახშია, მას გამოიყვანს ძმა ან ბიძაშვილი. საპატარძლო მოიკითხავდა სამამათილოს ხელზე კოცნით.მერე დადგებოდა მის უკან, რათა ვაჟის მამას მომსახურებოდა.

ვინც საპატარძლოს გამოიყვანდა, მას სამამთილო ფულს აჩუქებდნენ.

ქეიფის დამთვარების მერე ქალის მამა და ვაჟის მამა საუბარს გააგრძელებდნენ.საპატარძლო ამ დროს მეორე ოთახში ქვაბით წყალს აცხელებდა, რათა ძილის წინ სამამათილოსათვის თავი და ფეხები დაებანინებინა.

ვაჟის მამა თავს  რომ შეიმშრალებდა ხელ-მანდილში ფულს გამოკრავდა და საპატარძლოს გადასცემდა.ქალი ლოგინს დაუფენდა, ძილინებისას უსურვებდა.თვითონ ხელსაქმეს აიღებდა, ჩამოჯდებოდა ლოგინის თავათ. საპატარძლო ვალდებული იყო  გათენებამდე იქ მჯდარიყო.თუ სამამთილო გაიღვიძებდა და ეტყოდა – შვილო, დაიძინეო, საპატარძლო იქვე ლოგინის კუთხეში მიწვებოდა, დილით ადრე გაიღვძებდა, ვაჟIს მამას ხელ-პირს დაბანდა და სუფრას გააწყობდა. ამ სუფრას ქალის მამა თამადობდა.

პურის ჭამის მერე დათქვამდნენ ნიშნობის დღეს. შეთანხმდებოდნენ მოსატანზე (სასმელი, ხორცი, ბრინჯი, შაქარი, ჩაი, საპატარძლოს ჩასაცმელი) მოსატანი ყველა წყვილი უნდა ყოფილიყო.

ნიშნობა როგორც საქართველოს ყველა კუთხეში მესხეთში ნიშნობისათვის გარკვეულ პერიოდს შეარჩევდნენ ხოლმე.უფრო მეტად გაზაფხულზე, უფრო სასურველი იყო თუ ნიშნობა რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვეოდა, ქორწილისთვის – რათქმაუნდა შაბათ- კვირას ირჩევდნენ.

მესხეთში ქორწილისათვის არჩევდნენ არამარტო წელიწადის დროს და დღეს, არამედ მთვარის ფაზასაც ითვალისწინებდნენ.

ქორწილი სასურველი იყო სავსე მთვარის დროს,  ნიშნობა იმართებოდა საღამოსპირს და მთელი ღამე გრძელდებოდა. მთელი ხარჯი ნადიმისა ქალის ოჯახის იყო. ხალხის ოდენობის მიხედვით სუფრას შლიდნენ ოდაში, დარბაზში ან ბოსელში. სუფრასთან ქალები იზოლირებულად ისხდნენ, ხალხის დასხდომის შემდგე მოჰქონდათ საჭმელ- სასმელი, პირველად პური და ყველი, შემდეგ ხორცის წვნიანი, მერე ფლავი, მესამე თავი – იყო ერიშტა (წვრილად დახვეული ლავაში, რომელსაც ავლებდნენ მდუღარე წყალში და ერბოთი შეაზავებდნენ).

თამადა სადღეგრძელოებს დადგენილი ნუმერაციით მიყვებოდა, მისი არევა არ შეიძლებოდა. Bოლო სადღეგრძელო ,,ყველაწმინდა ღვთისმშობლისა” იყო.

სარძლო ბოლომდე ემსახურებოდა სტუმრებს, განსაკუთრებით სამამამთილოს, სუფრასთან არ ჯდება.

ნიშნობის მერე 5 – 6 თვე, ზოგჯერ წლამდეს ქალი თავის ოჯახში რჩება. ორწილი ყოველთვის გვიან შემოდგომით, ნოემბერში (გიორგობისთვეს) იმართებოდა.

ქორწილისთვის ორივე მხარე გაფაციცებით ემზადება. ორწილს ხშირად ბოსელში, იშვიათად დარბაზში იხდიდნენ.

ბოსლიდან გაიყვანდნენ საქონელს, კარგად  დაასუფთავებდნენ. შემდეგ ფეხშუმებს ორ რიგად ჩაამწკრივებდნენ, ორივე მხრიდან სირგძლივ გაუფენდნენ შუაზე გაკეცილ ჯეჯიმს ხალხის დასასხდომად, შესასვლელიდან მარჯვნივ ცალკე მოაწყობდნენ ნეფე- დედოფლის დასაჯდომ ადგილს ,,აჯლასს აჯილაკს”. აჯილა ისეა მოწყობილი, რომ ნეფე-პატარძალი და ნათლიები აღმოსავლეთისაკენ იყურებოდნენ. ქორწილის შემდეგ აჯილა ითვლებოდა ახალდაქორწილენბულთა პირველ საძინებელ ადგილადაც.

აჯილაკი – დამახასიათებელია დარბაძებისათვის, მის ქვეშ ხშირად საწნახელი, ზოგჯერ კი მარცვლეულის შესანახი ორმოა. საძინებლის გამართვა პურის ორმოს თავზე შემთხვევითი არაა,,ბეღელს შეუძლია არა მარტო პურის მოსავლის გადიდება, არამედ საქონლისსა და ადამიანთა გამრავლებაც”.ეს ეფუძნება უძველეს პერიოდში  ნაყოფიერებისას და  გამრავლების შესახებ წარმოდგენილ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში. (ახალდაქორწინებულთათვის ბეღლის თავზე საწოლის გამართვა გვხდება სქართველოს სხვა კუთხეებშიც).

როდესაც ნეფე- მაყრები სოფელს უახლოვდებოდნენ, მაყრები ცხენს  გააწენებენ და დამბაჩებს ისვრიან, მახარობელი სოფელში ჩუმად შედიოდა. ხალხი ,,საბუთს” ითხოვდა, სიტყვაზე არ ენდობოდნენ”, მახარობელი ირებდა ნიშანს ქადას და ყველას დასანახად მაღლა წევდა, მას თიხის ჯამით სასმელს მიაწოდებდნენ, იგი ბოლომდე სცლიდა, რის  შემდეგაც მიართმევდნენ ერთ წინდას (მას ქამარზე იკიდებდა) მისცემდნენ ერთ შამფურ მწვადს და ერთ ლიტრა არრაყს.

საპატარძლო მაყრების  გამოჩენისას დამალულია ახლობლის ოჯახში. ნეფე თუ  იმ სახლს მიუახლოვდებოდა, საცერს მისცემდნენ და ისე დაინახავდა საქმროს.

ქალის სახლის ეზოში იმართებოდა ცეკვა თამაში.სახლის კარი დაკეტილია ვაჟის ნათლია კარის ჩამკეტს აძლევს საჩუქარს (ფულს). არი იხსნებოდა. მ დროს მოჰყავთ პატარძალი, აცმევენ საქორწილო ტანსაცმელს- ეს იყო გულისპირიანი ქართული კაბა და ჩიხტიკოპი მანდილით.იგი შეიძლება ყოფილიყო თეტრი, ვარდისფერი, თეთრი ან ნარინჯისფერი.მაგრამ საუკეთესოდ ,,შოშიის კვერცხის ფერი” ითვლებოდა.

პატარძალს თავზე ხელმანდილს აფარებდნენ, რომელიც  სახეს უმალავდა. Eეს წესი საქართველოს ყველა კუთხეში მტკიცედ იყო დამკვიდრებული ჯვრისწერის წინ ქალს სახეს პირბადით უფრავდნენ – ამ პირ-ბადეს მესხეთში ,,ჩარყაითს” უწოდებდნენ.იგი ძალიან თხელია.

ქალი ვერ ადგებოდა მანამ, სანამ მისი ძმისათვის მოყვარე თავიდან ხელს არ ააშენებდა. Mამას ფულადი საჩუქარი უნდა გაეღო. Aმის შემდეგ ხდებოდა საპატარძლოს ჩაბარება. ,,ჩაბარების” პროცესში ნეფე საცოლეს ფეხს ფეხზე ადგავს-ეს მომენტი ქალის ქმრის მფლობელობში გადასვლის მომენტია.

მის შემდგე ხდება კვრისწერა,მღვდელი ეკლესიაში ეგებებთ ანთებული სანთლებით, შეეკითხებოდა, ნეფე- დედოფალს რაიმე ნათესაობა ხო მარ ქონდათ (7 თაობა) ჰკითხავდა წლოვანებას იწყებოდა ჯვრისწერის ცერემონილიალი - რომელიც აუცილებლად მზისპირთ უნდა მომხდარიყო.ეკლესიიდან ცეკვა თამაშით ბრუნდებოდნენ. ქალის დედა მათ სუფრით დახვდებოდა..ყველას უნდა აერო რაიმე, პატარძლის გარდა. იმართებოდა 4-5 საათიანი საქორწილო ნადიმი, ქორწილში იცოდნენ ხორცი წვნიანით, ქადა, ნამმცხვარი, ერბოკვერცხი, ფლავი და სხვა.

როცა დედოფლის დედა სამადლობელს იხდიდა, დაილოცებოდა, სასმელში ბეჭედს ჩააგდებდა და სიზეს გაუგზავნიდა. სიძე სიდედრს ადღეგრძელებდა, სასმელს დალევდა და ბეჭედს ხელზე გაიკეტებდა.

ლხინის დასასრულს დაიძახებდნენ ,,მზითებს”. ედოფლის მზითში შედიოდა- ერთი ხელი  ლოგინი, ხალიჩა, ჯეჯიმი, ნაბადი, ხურჯინი, ჭილი, პატარძლის წინდები, ხელსახოცები (ყველა წყვილი) ერთი კიდობანი. Kიდობანზე რძლის ძმა იჯდა.სიძის მამა ფულს გადაიხდიდა. ,,მზითვის დახსნის” მერე თამადა საპატარძლოს წასვლის უფლებას დართავდა. ალის მაყარს თამადა ირჩევს – 6 კაცამდე.დედოფალს ცხენზე შესვამდნენ. ის ცხენს ძმა ან ბიძაშვილი მიუძღვებოდა.ვაჟის სოფლის მიახლოებისას მაყარს გამოეყოფოდა მახარობელი,მ რომელიც თან მიჰქონდა ბალიში (სამცხეში), ხოლო ჯავახეთში – ქადა. ღაც ნიშნავდა ქალი მძითვით მოდისო.

სოფელში შესულთ, ხალხი ფერხულით ხვდებოდათ.დედოფლის ცხენის ფეხებთან დიდ საარყე ქვაბს დგამდნენ. დედოფალი ცხენიდან ამ ქვაბზე ჩამოვიდოდა, მერე ქვაბს პირარმა ამოაბრუნებდა. Qვაბზე ფეხის დადგომა ოჯახის ახალი წევრის კერასთან და სახლის საქმესთან ზიარებაა. ამასთან ერტად, ცნობილია, რომ ქვაბი, ლითონი ავი  და ბოროტი სულებისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება იყო.

სახლის ზღურბლათ ნეფის დედა დგას ტკბილეულით.იგი ჯერ ნათლიას, მერე ნეფე-დედოფალს გვირგვინს დაულოცავდა.პირში თითო ნატეხ შაქარს ჩაუდებდა და სახლში შეუძღვებოდა.ზღურბლის შიგნით თიხის ჯამი იდგა, რომელსაც სიზე ტეხავდა.სახლში შესული ნეფე-დედოფალი ერბოს (ან ხორბლის) ქოთანს სამჯერ შემოუვლიდა, თითო შემოვლაზე პატარძალი თითს დებდა ერბოში – ეს მათი რწმენით ბარაქის შექმნის, ცხოვრების სურვილს გამოხატავდა.

ამ რიტუალის შემდეგ ნეფე-დედოფალი იკავებს კუთვნილს ადგილს,როცა მექორწილეები ცეკვა თამაშს იწყებს, სიზე-პატარძალს უშვებს თამდა პურის საჭმელად.ქეიფი გათენებდამდე გრძელდება.

მეორე დღეს გრძელდება ქორწილი.სრულდება ,,მრავალჯამიერი” და ,,სუფრულები”.ყველა სიმრერა ,,სან ხანად” სამ რიგაც სრულდებოდა, ამიტომ მას ,,სამხმიან” სიმრერებს ეძახიან.ამავე დრეს იცოდნენ ,,სანიჭარის” დაძახება.ქორწილში იცოდნენ ფულის, პურის, საქონლის, ფუტკრის, ოქროს ბეჭდის, მამულის შეწევნა, რომელსაც ,,სანიჭარო” ეწოდებოდა, რაც ,,საბოძვარს” ნიშნავს.

ქორწილის მეორე- მესამე დღეს გვირგვინს მოხდიან ნეფე-პატარძალს.მათ ეძახიან ,,ნეფის ძველასა და,,დედოფლის ძველას”.იმ დღეს მეფეს ,,გაანადირებენ”.ოჯახის დიასახლის შავ ქათამს გადმოაფრენს ერდოდან, ქალის მაყრებმა უნდა დაიჭირონ და წააცალონ.

მესამე დრეს იმართება ფეხული. ჩაბმულია 7 ცოლ-ქმარი.მასში ერთვება ნეფე-დედოფალი ანთებული საქორწილო სანთლებით. ერხულს შვიდჯერ შემოუვლიან… ასე მთავრდება ქორწილი. ცილებდნენ მაყრებს დაფა-ზენით.ქორწილიდან 9 -10 დღის მერე ვაჯის მამა ქადა- ნამცხვარს წაიღებდა ქალის ოჯახში (არაყთან ერთად). კარგი შვილის აღზრდისათვის მადლობას მოახსენებდა და თავის ოჯახში მოიპატიჟებდა.

Hosted by uCoz