პრობლემები

 

 

დღესდღეობით პრობლემას ართულებს ის, რომ იმდროინდელი მაჰმადიანი მოსახლეობის ეთნოგენეზის საკითხი დავის საგანია. ერთ ნაწილი მათ თურქებად მიიჩნევს, მეორე გამაჰმადიანებულ ქართველებად, რომლებმაც ნელ-ნელა დაკარგეს ტრადიციები. კიდევ უფრო დიდი პრობლემებია "თურქ მესხებთანდაკავშირებით. ეს ფაქტი  სათავეს იღებს 1944 წლის 15 ნოემბრის ამბებიდან, როდესაც სტალინმა თურქეთთან ფარული თანამშრომლობის ბრალდებით 90 000 მოსახლე გადაასახლა ცენტრალურ აზიაში. 1956 წელს სტალინის კულტის საკითხი დაისვა, რის შემდეგ მცირე ნაწილი იქნა დეპორტირებულთაგან საქართველოში დაბრუნებულ.

    1999 წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, იმ პირობით, რომ თორმეთი წლის მანძილზე მისი ხელისუფლება გადაჭრიდა "თურქი მესხებისპრობლემას. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ მასობრივი რეპატრიაცია გამოიწვევს კონფლიქტებს ამ რეგიონში. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მესხთა დაბრუნება გამოიწვევს რეგიონის გათურქებას და თურქეთის სახელმწფოს გავლენის გაძლიერებას. ამით შესაძლოა გამოწვეული იქნეს სომეხთა უკმაყოფილება, რადგან მათ არ სჯერათ ,,თურქი მესხების,” ეშინიათ თურქული გავლენისა, ვინაიდან კარგად ახსოვთ XX -ის დასაწყისში სომეხთა გენოციდი თურქთა მხრიდან. რათქმაუნდა, ეს პრობლემა გადაჭრილი უნდა იქნას საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და ურთიერთშეთანხმებით.

Hosted by uCoz