მესხეთის ისტორია

 

  ზემო ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის აუზის ზემო წელს სათავიდან ბორჯომის ხეობამდე; აგრეთვე ჭოროხის აუზს-სათავიდან აჭარისწყლის ხეობის ჩათვლით. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობდა სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა; ხოლო ჭოროხის აუზში-კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, ოლთისი, აჭარა და სპერი.

სახელწოდება სამცხე წარმოსდგება მესხთა ტომის სახელისაგან (სა- მესხთა; სა-მეცხე-სამცხე). მესხეთი  დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქ არის აგებული ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე, თმოგვი, ხერთვისი, კუმურდო..)   კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი(ვარძია). სამცხეშია შექმნილი ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი.

    სამცხე მთლიანად გაუპარტახებიათ არაბ დამპყრობლებს (VII-VIII.) ისე, რომ     ,,არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი და პირუტყვი ყოვლადვე..” IX-ის დამდეგს აქ ტაო-კლარჯეთის სამთავრო ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის უკანასკნელმა ერისთავმა აშოტ ბაგრატიონმა ჩაუყარა საფუძველი. აშოტის  შთამომავალმა (შვილის შვილისშვილმაადარნასე ბაგრატიონმა "ქართველთა მეფისტიტული მიიღო, ამიერიდან ამ სახელმწიფოს "ქართველთა სამეფოეწოდა. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (978-1014) დროს მესხეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში, როდესაც იბერიას რთული პერიოდი დაუდგა, კერძოდ, მონღოლების შემოსევების ჟამს, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად "ხას-ინჯუდ გამოცხადდა,” რომელმაც ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას გიორგი V-ის ("ბრწყინვალეს”) ბაბუის ბექა ჯაყელის ათაბაგობის პერიოდში მიაღწია...

   1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალებმა აღწერეს მთელი  "გურჯისტანის ვილაეთი” (სამცხე-საათაბაქო). 1595 წელს შეიქმნა ,,გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი", რისი მიხედვითაც მთელი სამცხე იყოფოდა 8 სანჯაყად, რომლებშიც 1160 სოფელი შედიოდა. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა არსებობა შეწყვიტა.

სამცხე-ჯავახეთი განვითარებული მიწათმოქმედების "ქვეყანაიყო. VI -ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის ცნობით, "მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არმედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგანაც მესხები მარჯვე მიწის მუშები არიან და აქ ვენახებიც არის.” თუმცა თურქეთის დაპყრობის შემდეგ, მიწათმფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეიცვალა. მიწის დროებით მფლობელებად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო . ამან დააჩქარა მესხეთის ისლამიზაცია. თავდაპირველად ფეოდალები გამაჰმადიანდნენ,  XVII -ის  შუა ხანებიდან კი დაიწყო ინტენსიურად გლეხების გამაჰმადიანება. მესხების შესახებ ვახუშტი ბატონისვილი (ბაგრატიონი) წერდა: "ხოლო კაცნი და ქალნი არიან მსგავსნი ქართველთათანი  არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემართებულნი, შუენიერნი, ცოდვა-ხელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა...” დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ, მათ ადგილას მეჩეთებს ხსნიდნენ. მძიმე გადასახადები დაეკისრა გლეხობას, ხალხი მასობრივად ტოვებდა სოფლებს. "გურჯისტანის ვილაეთის დავთრისმიხედვით 300-ზე მეტი სოფელი დაცარიელდა. გაუკაცრიელებულ ადგილებზე თურქებმა არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლება დაიწყეს...

   1828 წელს გაფორმებული ანდრიაპოლის ზავით (ომი მიმდინარეობდა რუსეთსა და თურქეთს შორის. გაიმარჯვა რუსეთმა) რუსეთმა თურქეთს ჩამოართვა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი და დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის მფლობელობაში შევიდა.

   1829-1831 წლებში, რუსეთმა, პასკევიჩის ინიციატივით, აყარეს ადგილობრივი მოსახლეობა (მიზეზი-მაჰმადიანობა) და თურქეთში გადაასახლეს, მათ ნაცვლად კი ანატოლიელი სომხები ჩამოასახლეს. (30 000 სომხური ოჯახი) რითაც დასაყრდენი შეიქმნეს სამხრეთში და შექმნეს ენთოკონფლიქტური კერა. ამ ფაქტის შემდეგ მესხეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი არაქართველმა შეადგინა. რამაც  ამ კუთხეში სიტუაცია დაძაბა.

Hosted by uCoz