მესხეთის გეოგრაფიული დახასიათება

 

 

 

 

სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს მხარეა. მისი ფართობი 6067, 9 კვ. კმ-ია, რაც შეეხება მოსახლეობას 1989 წლის აღწერის  მონაცემები 231, 649 კაცს აღწევს. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოები თურქეთი და სომხეთია. მესხეთს საქართველოს დანარჩენი ნაწილისაგან მცირე კავკასიონის მთიანი ქედი ყოფს. რეგიონს დასავლეთიდან  აჭარა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ქვემო ქართლი, ხოლო მის ჩრდილოეთით კი გურია და იმერეთი. ადმინისტრაციულ-ტრეიტორიული დაყოფით აქ სულ ექვსი რაიონია: ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ასპინძა, ორჯომი და ნინოწმინდა.

   სამცხე-ჯავახეთი საკმაოდ რთული ლანდშაფტითა და არაერთგვაროვანი  გეოკლიმატური პირობებით ხასიათდება. ვახუშტი  ბაგრატიონი წერს "ხოლო არს ქვეყანა  ესე ფრიად. მრავალ და დიდროვან მთიან, კლდიანი, ხევიან, ღრატოიანი, ტყიანი, მდინარიან-წყარიოან-ტბიანი და მცირე ველოვანი. ზამთარ ადგილ-ადგილ ცივი და დიდთოვლიანი, ადგილ-ადგილ ფრიად თბილი, ზაფხული შეზავებული, რამეთუ აქვს მთანი და აგარაკნი ფრიად ახლოს, ხოლ, ადგილს ფრიად ცხელ და გაუსაძლისი. . . "

   მესხეთი ანუ იგივე ახალციხის ქვაბული მცირე კავკასიონის ლანდშაფტური ოლქის სამ რეგიონს შორისაა მოქცეული. ჰავა კონტინენტურია. ტყიან მიკრორაიონებში , მაგალითად, როგორიცაა ურაველის ხეობა, ოცხის ხეობა, ოშორის მხარე-ზომიერად ცივი ზამთარი იცის. ზაფხული  ასევე ზომიერად  თბილია. მაგრამ არის ადგილები "ფრიად ცხელი და გაუსაძლისი". ასეთია ადგილებია ახალციხისა და ასპინძის სამხრეთით მდებარე ხრიოკები და კლდეები.

 

Hosted by uCoz