წერილობითი წყაროების მიხედვით, წუნდა ქალაქად მოიხსენიება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. მაგრამ დღესდღეისობით აქ არანაირი ნანგრევი, თუ ნაშთი ამ პერიოდისა არ შეიმჩნევა. გვიან ანტიკურ და ადრეულ ფეოდალიზმის ხანაში წუნდა ჯავახეთის ცენტრია. V -ის ბოლოს აქ უკვე ცხოვრობს ეპისკოპოსი, აქვე იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია. ძველი დიდებიდან შემორჩენილია ქარვასლა, სამარხი და ეკლესია, რომელიც თარიღდება XII-XIII .-ით

    ეს დარბაზული ეკლესია დგას კლდეზე. ტაძარზე არსებული წარწერა (დასავლეთ კარებთან) გვამცნობს, რომ ეკლესია აუშენებია ვინმე იჩქიტა გურგენიძეს. მოგვიანებით ტაძარს სამხრეთიდან მიაშენეს პორტიკი. შემორჩენილია მხოლოდ "ნაკვალევიაქ არსებული ფრესკებისა, აქა-იქ გაბნეული ორნამენტები და ბარელიეფები ეკლესიას მდიდრულ სახეს აძლევს.

    ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნის დროიდან ზოგიერთმა ადრეულფეოდალურმა ქალაქმა დაკარგა ტავისი მნიშვნელობა. როგორც ქალაქი -  წუნდა-XI-XII.. წყაროებში აღარ მოიხსენიება. ვახუშტის სიტყვით, "წუნდა იყო ქალაქი და ციხ და ერისთავის რეზიდენცია ერთმეფობამდე, ხოლო ამჟამად უკვე აღარ არის როგორც ქალაქი, არამედ მხოლოდ ციხე”...

    წუნდა კარგავს თავის მნიშვნელობას მაშინ, როდესაც მის საპირისპირო მხარეს წარმოიშვა ახალი ქალაქი თმოგვი.

Hosted by uCoz