ჩაცმულობა

 

 

 

საერთო სურათის შესაქმნელად, მესხი ქალის ჩაცმულობის წარმოსახვსათვის, შეგვიძლია მოვიშველიოთ ს. მჯღალათიას ჩანაწერი:

,,ქალები იცვამდნენ კალთიან კაბას, ნაოჭიანს და წინ გახსნილს.შიგ ეცვათ წითელგულიანი  პერანგი, რომელიც ვერცხლის ღილებით იკვრებოდა.პერანგზე ატარებდნენ ,,ზუბუნს”.კაბის საგულეს იკრავდნენ ,,ანდუსტით და ვერცხლის ძეწკვით.”

ქალები ქვეშ ატარებდნენ გრძელ შარვალს, რომელსაც  ტოტი (ბოლოები) მოქარგული ჰქონდათ, ოქრომკედითა და ფერადი ძაფებით.კაბის წინ იკეთებდნენ დაჭრელებულ საფარს-,,ფეტემალს”.საინტერესოა თითოეული დეტაილს აღწერილობა, რომელსაც, მოკლედ, ქვემოთ შევეხებით:

 ქალის ტანსაცმელი:

როგორც ვიცით, ისტორიული წყაროებიდან, XVII ს-დან მესხეთს თურქეთი იპყრობს.ოსმალო დამპყრობელი აქ ისლამს ავრცელებს, რასაც მოჰყვა თურქული ენის გავრცელება და ჩასაცმელის შეცვლა.

XIX ს მესხეთში გავრცელებული ჩაცმულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხის სამოსისგან.

ძალით გამაჰმადიანებულ ქართველთა ჩაცმა-დახურვაში, განსაკუთრებიტ კი გლეხობაში, შენარჩუნებული იყო  ძველი ქართული კოსტუმის ელემენტები.

ქალის ჩაცმულობის ძირითად ელემენს შეადგენდა: პერანგი, ქვედატანი(საკალთე), კაბა(ყაფანან),წინსაფარი(ფეშთამალი), ელეგი, ზუბუნი, ყურშაჭო (საწელური), ბელ-ბაღი(სარტყელი),ლეჩეგი(ლეჩაქი),ფოში (თავსაბურავი)ეპრასი (წამოსახურავი), წინდები, სამკაულები და ა.შ

პერანგი – გრძელი, თითქმის მუხლამდე.გრძელსახელოებიანი, მაჯებში იკვრებოდა ღილებით.ირთვებოდა შავი ძაფით(თუ პატრონი გასათხოვარი არ იყო). იკერებოდა თეთრი ქსოვილებისგან, ყელი მაღალი ჰქონდა, წინა მხარეს მკერდის ქვემომდე იკვრებოდა ღილებზე.

ნიფხავი - გამაჰმადიანებული დედაკაცი გაურბოდა ამ სიტყვის ხმარას, მას დიზღის- დუზლუქსაც უწოდებდნენ, რაც სამუხლეს ნიშნავს. იფხავი წელიდან ფეხის კოჭებამდეა.ზემოთ სატავე აქვს მიკერებული, რომელშიც ხონჯარია გაყრილი.ტოტის ბოლოებიც ხონჯებითაა დამაგრებული კოჭებთან.თუმანს დახელოვნებული დედაკაცები კერავდნენ ხოლმე. კაბისქვემოთ ნიფხავის გამოჩენა სირცხვილად არ ითველბოდა,საცვალის ეს ფორმა განსაკუთრებულია, სხვაგან ანალოგი არ მოიპოვება.

საკალთე - (ათაქლუღი)-ქვედატანს ნიშნავს.ახალგაზრდებისა უფრო ვიწრო, ხოლო რძლებისა და მოხუცებისა მრავალნაკეციანი.

კაბა – (ყაფთანი)- ქალის ზედა სამოსი. იხმარება ყველა ასაკში.ძუძუმწოვარა ბავშვიანი ქალის კაბის საკინძე მკერდამდეა ჩახსნილი, ღილებიტ იკვრება.სხვა შემთხვევაში კაბის საყელო დახშულია, ქალიშვილების კაბა ზურგზე იყო ჩაჭრილი და ღილებით იკვრებოდა, ახალგაზრდების საკაბედ წინწკლიანი, ყვავილიანი ჩითი იყო მირებული, გასათხოვარისა – მწვანე, ყვითელი და თვითელი ჩითი; ხანში შესული ქალები შავ, მუქ ლურჯ და მუქ ყავისფერ – თალხი ფერის კაბებს იცვამდნენ…

წინსაფარი (ფეშთამალ) - ჩაცმულობის ძველი ელემენტია.მისი დანიშნულება კაბის სუფთად შენახვაა საოჯახო საქმეების დროს.იგი იმდენად შეხამებულია კაბასთან, რომ გადაქცეულია ტანსაცმლის ძირითად ნაწილად.

ზედატანი - ,,ჟაკეტის” მაგივრად იხმარება.აქვს საყელო. Kერავდნენ ორმაგი ქსოვილისას. ჭინა მხრიდან წითელი, მოკაზმული ხავერდი აქვს დაკერებული, შიგნიდან უბრალოდ შავი, ან ლურჯი ქსოვილი. Gულისპირზე და მაჯებზე უკეთდებოდა ნაქარგი, რომელიც შესრულებულია თეთრი ან შავი ბამბის ძაფით.

იალაგი –ელეგი იკერებოდა ფარჩისაგან.ფერს არჩევდნენ სქესის, ასაკის და გემოვნების მიხედვით.იგი უმკლავო მოკლე, გულგახსნილი, წელვიწრო ჩასაცმელია.

ზუბუნი – მისი დანიშნულებაა სხეულის დაცვა სიცივისგან.იგი შედგება პირისა და სარჩულისგან , რომელთა შორის  ბამბაა ჩატანებული იკერება მუქი ფერის ფარჩისაგან.საყელოსა და გულისპირზე მოქარგულია წინ მთლიანად გახსნილია, იკვრება ღილებზე.

ბელბაღი - იგი შინ ნაქსოვი ჭრელი შალის წელსახვევია.იგი მესხური კოსტუმის ელემენტია და სიტყვა-სიტყვით წელსახვევს ნიშნავს. Mას ხანში შესული ქალები ხმარობდნენ.

კათხა  –  ქართული ჩიხტის სახეცვლილი ფორმაა, მას მხოლოდ გათხოვილი ქალები ხმარობენ.

ლეჩაქი (ლეჩეგი) – მას მესხი ქალები გათხოვებიდან სამარემდე ატარებდნენ.იგი ორი სახისაა 1. მარმაშის; 2.ბლონდის- დღესასწაულებზე, ქორწილებზე იკეთებდნენ.ლეჩაქის დანიშნულებაა ქალის მხრებისა და თმის დაფარვა.მესხურ ლეჩაქს ანალოგი არ მოეპოვება.

ფეხსაცმელი (კონდურა) - გავრცელდა XIX სის 30- იან წლებში,, როცა არზრუმიდან სომხები ჩამოასახლეს.სომხები ხელოსნები ამ ფეხსაცმლით ამარაგებდნენ სამცხე-ჯავახეთს. საუკეთესო საპირეებად ითვლებოდა თხის ან ხბოს ტყავი, ქუსლის სიმაღლე 3- 4 სმ-ია, ზედ ნაილ იყო დაკრული, საძირეები საქონლის ან კამეჩის ტყავისაგან მზადდებოდა.

 

 სამკაული

 

სამკაულს მესხი ქალის ჩაცმულობაში მთავარი ადგილი უკავია, ოდითგანვე, ისტორიულად სამხრეთ საქართველო ცნობილი იყო ოქრომჭედლობის განვითარების მაღალი დონით.XIX ს-ში ახალციხეში გავრცელებულია ოქრომჭედლობა, რომელიც დაფუძნებულია ძველ ქართულ ტრადიციებზე.

სარტყელი-მთავარი სამკაული მესხი ქალისა.ქამარი ვერცხლისაგან კეთდებოდა, დაფერილი ყოფილა ოქროთი, იშვიათად გვხვდებოდა ოქროსგან დამზადებული.

გვხდება ორი სახის ქამარი :1: ,,ჯამუშგოს”(კამერისთვალი) და 2. ,,თაზთა”(ფიცარი).პირველი მეორეზე ძვირფასია, ვინაიდან ,,ჯამუშგოზის” დამზადებაზე უფრო მეტი შრომა და მასალა იხარჯებოდა.ქამარს ხმარობდნენ ქორწილში, სტუმრობისას, დღესასწაულებზე.

ბეჭედი - ქალიშვილი ან ვაჯი თუ ბეჭედს ატარებდა, ეს ნიშნავდა რომ იგი უკვე დანიშნული იყო.იგი ეკეთათ შუა თითზე, არათითზე ან ნეკზე.

ბეჭედი ორნაირია – უთვალო ე.წ. ჰალღა და თვლიანი ,,ყაშიანი”.

სამაჯური(ბილაზუკი)-ჩვეულებრივ იგი წვრილია.გავრცელებულია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროთი დაფერილი, ან მარტო ოქროსი,

საყურეები- სხვადასხვანაირია როგორც მასალით ასევე ფორმით.მასალად იყენებენ როგორც ჩვეულებრივ ლითონს, ასევე ვერცხლს და ოქროსაც.ფორმა გავრცელებულია ალუბლისმაგვარი, მთავარი მტევნის და ა.შ...

 

მამაკაცის ჩასაცმელი

 

სამცხე-ჯავახეტში მამაკაცის ჩასაცმელში შედიოდა: პერანგი, შარვალი, ჩოხა, ნაბადი, ფაფახი, ყაბალახი, ნაბდის ქუიდ, ქალამნები, წუღები, ჩექმები, წინდები.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

პერანგი (ქლმლაქი)- დედაკაცის პერანგთან შედარებით მოკლეა.ძველად მას შინ დამზადებული ბამბის ქსოვილებისაგან კერავდნენ.საგულე და სახელო დახურული ჰქონია, დაკერებული აქვს ღილები.მაჯები სახიანი გვირისტითაა გაფორმებული.

შარვალი – იგი რამდენიმე სახისაა: ნაოწიანი, ნაკეციანი და ყაზახური.

ნაოჭიანი შარვალი XIX ს-ის 70-იანი წლებიდან გვხდება.მისი თავისებურება განიერი უბე და ნაოჭები.

ჩოხა – ცნობილია ორის სახისა: ძველებური გრძელი და ახლებური – მოკლე ჩოხა.მოკლე ჩოხა მისთვის დამახასიატებელი კომპლექტით – დუმიანი შარვლით და ყაბალახით იხმარებოდა.

აქვე მოვიშველიოთ ს.მაკალათიას აღწერილობა,,მესხ მამაკაცებს აცვიათ გურული ,,ჩაქურას” მსგავსი ტანსაცმელი, რომელიც შინ ნაქსოვი შალიდნა არის შეკერილი, ზემოთ აცვიათ მოკლე ზედატანი,,ჩOხა”. სიმაგრისთვის ჩოხის ზურგზე და მკლავებზე დაკერებულია მეორე პირი, რომელზედაც შემოვლებულია სახიანი გვირისტი.”

ნაბადი (იაფინჯა)- იგი მხოლოდ შეძლებული ადამიანის ოჯახში გვხდებოდა-დიდებულები, თავადები, ბეგები  ნაბადს ხმარობენ სიცივისაგან ტავდასაცავად.ნაბადს საყელოზე აქვს შესაკრავი, ცხენზე ჯდომის ჯამს იგი წამოსხმული ჰქონდათ მხრებზე.

თავსაბურავი – რამოდენიმე სახე გვხდება სამცხე-ჯავახეთში: პირველრიგში აღსანიშნავია გრძელბეწვიანი ფაფახი კრავისა, მას ძირითადად ხმარობდნენ გლეხები.

ქუდი – ძირითადად შავი ფერიას გვხდება, წოწოლა მოყვანილობისა.

ყაბალახი-ორნაირია: გრძელი და მოკლე, ძველებურ ყაბალახს გრძელი ყურები აქვს.გლეხები ხმარობენ თავსახურავად, დიდებულებს  მხრებზე აქვთ წამოსხმული ცხენოსნობის დროს.

ფეხსაცმელი - როგორც ვიცით მესხეთში ოდითგანვე მისდევდნენ მესაქონლეობას.ამასთანავე მამაკაცებმა ძალიან კარგად იცოდნენ ტყავის დამუშავება-ისინი ტყავს 2-3 კილო მარილს აყრიდნენ, ორი კვირის შემდეგ მას ლურსმნების დახმარებით დაჭიმავდნენ და გაახმობდნენ, შემდეგ დაჭრიდნენ ზოლებად.ერთი ხარის ტყავიდან 8 ზოლი მაინც გამოვიდოდა.საქალამნედ ზურგის ტყავი გამოიყენებოდა. დაჭრილი შოლტებისგან სხვადასხვა სახის ქალამანს აკეთებდნენ.ყველაზე გავრცელებული ყოფილა – ჭვრეტიანი, კოზუნჯური და ჯავახური ქალამანი.

 პაიჭები – დიდებული მესხის მაღალყელიანი ჩექმაა. მზადდებოდა ტყავისგან. ლეხები ძვირფასი ჩექმების მაგივრად მატყლის ძაფისაგან მოოქროვილ პაიჭებს იცვამდნენ.მასთან ერთად ხმარობდნენ წუღას და წინდებს.

წუღა – საქართველოს ყველა კუთხეშია ცნობილი. საძირედ იყენებდნენ ძროხის, ხარის, ცხენის, კამეჩის ტყავს. წუღი -  უქუსლო ფეხსაცმელია, ქართული წუღის ქუსლებსი ფეხის კოჭთან შემოსახვევი ეკვროდა და ფეხზეც მარგად ეცმებოდა.

და ბოლო ელემენტი:

ქამარი – მისი ღირსება დამოკიდებული იყო ვერცხლის ფიგურები სიმრავლეზე.ქამარი ორი სახის გვხდება ტყავის და ვერცხლის.

 

Hosted by uCoz