ა ხ

 

   IX. იწყება ქალაქ ახალციხის ისტორია. თუმცა ეს ქალაქი იმდროინდელი ქართულ წყაროებში  ამ სახელით არ მოიხსენიება, ვახუშტი ბატონიშვილის განმარტებით, - მას სხვა სახელი-ლომსიანთა უნდა რქმოდა. "მატიანე ქართლისაისცნობით კი, ქალაქი IX-ში გვარამ მამფალს აუშენებია. ახალციხეში 1906 - აღმოჩენილი  მონეტების განძის გადარჩენილი ნაწილიც (ბიზანტიის კეისრის კონსტანტინე VIII-ის 5 სოლიდი) მეტყველი მასალაა ამ ქალაქის ისტორიისთვის X-XI .-ში.

  მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე.

  ძველი სამცხის მთავარი ქალაქი და ათაბაქთა (ჯაყელების) რეზიდენცია, დღეს კი მესხეთის ცენტრი ახალციხე მდ. ფოცხოვის ნაპირზე მდებარეობს, ბორჯომის სამხრეთ-დასავლეთით, 52 კმ-ის მანძილზე. ქალაქი გზაჯვარედინზეა. ქედან მიდის გზა ერთი მხრივ ასპინძა-ახალქალაქ-ბოგდანოვკისკენ; მეორე მხრივ-აბასთუმნის, ადაგენისა და ბათუმისკენ (გოდერძის უღელტეხილის გადავლით).

  ქალაქს მდინარის ორივე ნაპირი უჭირავს. მარცხენა ნაპირი მთაგორიანია, აქ არის ქალაქის ძველი ნაწილი .. რაბათი და დიდი ციხესიმაგრე, რომელშიც ადრე ახალციხის მფლობელთა სასახლე იყო. არჯვენა მხარე სანაპიროსი ვაკეა-აქ ქალაქის უბნები მხოლოდ XIX -ში ჩნდება, მას შემდეგ რაც 1829 წელს ანდრიაპოლში რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი გაფორმდა. სწორედ ამ ზავით ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი გამოდის თურქეთის მმართველობის უღლისგან და შემოუერთდა  კვლავ საქართველოს.

   ქალაქის ორი ნაპირი 1951 წელს აგებული ხიდით უკავშირდება ერთმანეთს.

   ახალციხე ძველი ქალაქია. იგი, უკვე, თამარის დროს (XII-XIII-ში იხსენიება) XIII-XIV  საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქი ჯაყელთა რეზიდენციათ იქცა და მთელი სამცხე საათაბაგოს ცენტრს წარმოადგენდა. ახალციხის აღორძინება იწყება მაშინ, როცა ერთიანი  საქართველო დაშლას იწყებს, მისი მეზობელი სახელმწიფოები კი გაძლიერებას. კერძოდ, ქალაქის ცხორებაზე დიდ გავლენას ახდენდა ოსმალთა იმპერია (თურქეთი).

  თავისი არსებობის მანძილზე ახლციხეს ბევრი ჭირ-ვარამი გამოუვლია; მიუხედავათ უამრავი თავდასხმისა და რბევისა, ქალაქში მშენებლობა არ ჩამკვდარა.” ციხე-სიმაგრისა და ათაბაგთა სასახლის გარდა, აქ ეკლესიები და სავაჭრო დაწესებულები (ქარვასლები) იქმნებოდა. სამწუხაროდ უდიდესი ნაწილი დღეს განადგურებულია. გადარჩა მხოლოდ შედარებით გვიან აგებული, მაგრამ შალიან ძველი თიპის საცხოვრებლები .. დარბაზები.

  პირველად თემურ-ლენგი უტევს ახალციხეს (1393 წელს)... 1486. იაყუბ ყაენმა

,,... უბრძანა ლაშქარსა... რათა ჩაუდგეს სამცხეს... მათ იავარჰყვეს ქვეყანა სამცხისა და... მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქს ახალციხისა... გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი...”

   1590 წელს ირან-ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა. მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში, 1628 წლიდან კი ახალციხის (ჩილდირის) ფაშად გამაჰმადიანებული ათაბეგები ინიშნებიან.

   ახლციხეში შემორჩენილია ციხე-სიმაგრე და ნაკვალევი ძველი ქალაქისა. ციხის შიგნით და ნაქალაქარზეც ბევრი თურქული კვალია-ფოცხოვისა და მტკვრის შეერთების ადგილიდან დასავლეთით, 14კმ-ის დაშორებით, მდინარის მარცხენა მხარეს გაშენებული ქალაქი, როგორც უკვე ავღნიშნე, ძველი და ახალი ქალაქისაგან შედგება. რაბათისაგან (ძველი ქალაქი) დარჩენილია აბანო და რამოდენიმე შენობის ნანგრევები, ხოლო ციხე მაღალ, კლდოვან მასივზე ყოფილა დაშენებული. ციტადელი

მაღლობზე აღმოსავლეთითაა გაშენებული და ქვედა დიდ ეზოს უერთდება დიდი განიერი კიბით, რომელსაც იცავდა შუაზე მდგარი ნახევარცილინდრული დიდი კოშკი. მის კედლებზე და მიმდებარე გალავანზე გამოყენებულია რომელიღაცაეკლესიის ფრაგმენტები. მათ შორის გამოირჩევა ჯვარი წარწერით.

   ციტადელის გალავანს განიერი ბილიკი აუყვება. იქვე მდგარი კოშკის ბანზე სწორკუთხა განიერი ქონგურებია (ასეთივეა ხერთვისის გალავანზეც). ეს ქონგურები თურქულია.

   ციხის მაღალი ნაწილის ტერიტორია კედლებითაა დახლართული და მრავალი სხვადასხვა სახის ნაგებობაა ჩადებული. აქვეა დიდი გვირაბი, რომელიც მდინარის გაღმაც კი მიდიოდა. მეჩეთის ქვემოთ, მთავარი შემოსასვლელი ყოფილა. აქ ორმაგ კედლებს შორის ჭიშკარიც ორმაგია-ეს ჭიშკარიც თათრების აგებულია. როგორც  უკვე ავღნიშნე, ახალციხეში, ციხესა და მის შიგნით დარჩენილი ცალკეული ნაგებობათა გარდა, ძველი ძეგლების მცირედია დარჩენილი. წმ. მარინეს ეკლესია (რაბათში) 1865 წელს ხელმეორედ აშენდა. ძველი შენობების მოჩუქურთმებული  ქვები სენობის კედლებშია ჩატანებული. დანარჩენი ეკლესიები XIX საულუნისაა.

   რაბათი  განსაკუთრებით საყურადღებოა ძველებური დარბაზებით.” დარბაზი ქართული ხალხური საცხოვრებლის უძველისი ტიპია. თუ გადავხედავთ უცხოურ წერილობით წყაროებს, აღმოვაჩენთ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ერთ რომაელ ავტორს აღწერილი აქვს დარბაზული ტიპის მესხური სახლი. დარბაზის დამახასიათებელი ნიშანია ოთახის გადახურვა .. გვირგვინით ქვემოდან ზემოთკენ პირამიდულად ვიწროვდება. (ყოველი ზემო საფეხური ქვემოსთან შედარეით  გადმოშვერილია) ხოლო სულ ზევით დატოვებული აქვს სარკმელი. ქართული დარბაზების ხუროთმოძღვრული დამუშავება, მისი მორთულობა (ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები) ქართველი ხალხის მხატვრულ გემოვნებას მოასწავლებს.

    ქალაქის ახალ ნაწილში (ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზეყურადღებას იპყრობს ძველებური სახლები (ზოგი ას წელზე მეტი ხნისაც იქნება) რომლებიც ერთბაშად გამოირჩევა ბანიანი სახურავებით. ეს სახლები  ერთსაღტულიანია, დაბალი, კედლები თავისებური კონსტრუქციისა: კედლის ჩონჩხად ხის დგარები და კოჭებია, ხოლო მათ შუა მანძილი უხეშად გათლილი ქვითაა ამოვსებული.კარნიზი ზოგიერთ სახლს აგურისა აქვს, ხერხულა, ისეთი, როგორც ძალიან გავრცელებული იყო XVI-XVIII საუკუნეებში. სარკმელებში  რკინის გისოსებია ჩასმული.

Hosted by uCoz