ხელოსნობა

 

 

მეჭურჭლეობა

     

   მთელს გურიაში მეჭურჭლეობას მხოლო ორ სოფელში მისდევენ აცანაში და აკეთში. საჭურჭლე მიწები აკეთში. გურიაში დამზადებული ჭურჭელი სადაა, მის მოსაპირკეთებლად არ იყენებენ არც წერნაქს და არც ჭიქურს.

   ჭურჭლის სახეობიდან ფართო გავრცელება ჰქონდა ჭურებს, საშაშხედა სამწნილე დერგებს, ჭარიკებს (კოკა), ლიტრას (ლაგინა), კეცებს, სამკვეთროს და სხვა. ჭურჭელი მზადდებოდა დაბალი ხის მოგვზე. გურიაში 5 ფუთიანზე მეტი ტევადობის ჭურებს არ აკეთებდნენ. უფრო დიდი იმერეთიდან (შროშა) მოჰქონდათ.

   გურულ მეჭურჭლეთა ნახელავი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, როგორც იმერეთში ან სხვაგან, მაგრამ აქვთ ზოგიერთი ჭურჭელი,   რომელსაც მხოლოდ აქ აკეთებენ. მაგ. სამკვეთლო ჭურჭელი, რომელიც საღვინე დოქის მსგავსია. ხელი გვერდიდან აქვს მიძერწილი, ხოლო ზურგიდან ამოჭრილი აქვს საკოვზე, საიდანაც სამკვეთლეს დებენ ან შრად ამატებენ. რძის ასაჭელი სითხის გადმოსხმა ტუჩიდან ხდებოდა სარძევე ჭურჭელში. სამწუხაროდ ეს სამკვეთლო, უნიკალური ჭურჭელი იშვიათად არის ქცეული და ხელოსნებიც აღარ ნუსდევენ  მის კეთებას, აქვე დადძენ, რომ საქართველოში ანალოგი არ მოიძებნება.

 

მეკრამიტეობა

 

მეკრამიტეობას გურიაში დიდი ხნის ისტორია არ აქვს, ძველად საცხოვრებელი სახლები სილით ან ყავრით იხურებოდა. კრამიტი აქ მე-19 -ში შუა ხანებიდან გავრცელდა. კრამიტს ძირითადად ოდა სახლის გადახურვისათვის გამოიყენებდნენ. გურიაში დასტურდება სამი ცენტრი მეკრამიტეობისააკეთი, სუფსა და ჯურყვათი.

 

ქვის დამუშავება

 

მიუხედავად იმის, რომ გურია ქვის საბადოებით მდიდარი არ არის, რამდენიმე ადგილზე მაინც მისდევენ ქვის დამუშავებას. ქვის ოსტატთა ნამუშევრები დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს მოსახლეობაში: ქვის კაცები, ნალიის სვეტები, ბუხრის თავები, ლომის საცეხვე ჩამური, ხელის წისქვილი და ..

   ქვის მოხელეობით ცნობილი იყო სოფლები: ამაღლება, ზომლეთი.

 

მეყავრეობა

 

ყავრის გამოხდას მისდევენ ძირითადად სუფსის ზედა სოფლებში, ყავრით ხერავდნენ როგორც ოდა სახლებს, ისექუხნასახლებს. ყავარმა გარკვეულ ეტაპზე სეცვალა გურული სახლების სახურავი ისლი.  

გურია აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს  “გეოგრაფიული აღწერა საქართველოსაში” , რომელიც ქართულფრანგულად არის გადმოცემული მკვლევარ მარი ბროსეს. გურიაში უმოგზაურია და ოზურგეთის გარდა რამოდენიმე სოფელი უნახავს დებუა დე მონპერს.  ( 1831 . ) – იგი ცნობილი ფრანგი მოგზაურია. გურია არქეოლოგიურად აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს. სახოკიამ იმოგზაურა

მე–19  -ის 50-იან წლებში, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველგვარი ხელობა ადგილობრივი გულების ხელში იყოჰავა აქ ნესტიანია, ხშირად წვიმაც იცის, თუ ერთი პირი მოხენა ცამ, სინესტის შიშით ქვიტკირის სახლებს აქ იშვიათად აგებენ.

Hosted by uCoz