თამაშობები

 

  ლელო ბურთი გურიაში გადაიტანეს სახელწოდებით არის ცნობილი.              

ორი დაპირისპირებული ჯგუფი უბნიდან, ქვემოურები და ზემოურები სათამაშო მოედანზე გაიყოფოდნენ. ლელო მოედნის თავსა და ბოლოში იყო.

  ბურთს მაგილა შეაგდებდნენ მოედნის შუა ადგილას, მის დასაჭერად ყველანი წაიწევდნენ, ვინც დაიჭერდა ის შეეცდებოდა მოპირდაპირე წრის გარღვევას, მოპირდაპირენი ცდილობდნენ ბურთის წართმევას. თუ მობურთალი დაიღლებოდა, შეეცდებოდა ბურთი გადაეცა თავისიანებისათვის  და ამ ბრძოლით მიიწევდნენ მოპირდაპირეთა ზურგისაკენ ე.ი ლელოსკენ თუ მოპირდაპირე ბურთს  წაართმევდნენ, ისინი ცდილობდნენ ამათი ზურგისკენ ე.ი თავიანთ ლელოზე გაეტანათ ბურთი. სანამ ბურთი ლელოზე გავიდოდა, რამდენჯერმე გავიდოდა მოპირდაპირისაგან მოპირდაპირეს ხელში. ჯგუფებს წინდაწინ განსაზღვრავდნენ-ბურთის პირველ გამოჩენამდე. თითოეული ჯგუფის მიერ გატანილი ბურთი დაითვლებოდა. ვინც თამაშს უმალ გაათავებდა, ის მხარე იყო  გამარჯვებული.  

   გურული ჭაკუნობა ხალხის საყვარელი თამაშობა იყო. თამაში იმართებოდა უფრო უქმე დღეებში-კვირას. ჭაკუნი ეწოდებოდა თამაშობის

ძირითად იარაღს, რომლის სიგრძე 1-1.5 მ უდრის და მორგებულია მოთამაშის სიმაღლეზე. ჭაკუნას აკეთებდნენ გარეული თხილის, ბროწეულის ან ბჟოლის ტოტისაგან. ჭაკუნისათვის ისეთ ტოტს ჭრიდნენ, რომელსაც მახვილი და კარგად მოღუნული ძირი ჰქონდა. ჭაკუნობის დროს გამოყენებული  ბურთი მუშტისოდენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბურთისათვის საჭირო მასალა და დამზადების ტექნიკა სხვადასხვანაირი უნდა ყოფილიყო. ზოგჯერ ბურთა საქონლის ბეწვისგან ამზადებდნენ, რისთვისაც მათ თბილ წყალში ასველებდნენ და დიდხანს  “ასვარსვალებდნენ ხელით. საჭირო ზომის გორგლის მიღების შემდეგ მას გაახმობდნენ და საკმაოდ მაგარს და ამავ დროს დრეკად ბურთს მიიღებდნენ, რომელიც თავისუფლად უძლებდა ჭაკუნის ძლიერ შემორტყმას.

   ჭაკუნობის წესები, ისევე როგორც სხვა ამ რიგის თამაშობის წესები მკვეთრად არ იყო დათქმული, მიზანი-ბურთის გატანა ლელოში. თამაშის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა მოთამაშეთა თანაბარი რაოდენობა ორივე მხრიდან. ამ წესით თამაშის დაწყებისას, ტერიტორიის ან სხვა ამავე რიგის ნიშნის მიხედვით მოთამაშეთა  არჩევანს ჭაკუნი ეწოდებოდა. მოთამაშეთა გადანაწილება არჩევანი-არადანის გათამაშებით ხდებოდა. თამაშს იწყებდნენ ბურთის აგდებით მოედნის შუა გულში. თამაში არ იყო შეზღუდული არც დროით, არც გატანილი ბურთების რაოდენობით. ჭაკუნობა მოთამაშეთა დაღლამდე გრძელდებოდა  ..

   გურიაში ცნობილი იყო თოფები- მაჭახელა, ხვეული, ლულიანი, ამზადებდნენ მაჭახელაში (აჭარა) . სწორედ მაჭახელაში დამზადებული იარაღით ებრძოდნენ გურულები მტერს.

   გურული სიმღერები ორიგინალური მრავალხმიანობით გამოირჩევა. გურულები მღეროდნენ არამარტო ლხინში, ქორწილში, არამედ შრომის დროსაც. გურული სიმღერა შეხამებული შრომა-გარჯილობასთან, აადვილებდა და ნაყოფიერს ხდიდა შრომას, დაღლილს ძალ-ღონეს მატებდა. კარგი ყანური სიმღერა 4 კმ-ზე ისმოდა. (თავდგირიძეების ღალატზეა შექმნილიხასანბეგური დაალიფშა“.

Hosted by uCoz