საცხოვრებელი სახლი 

 

 

საცხოვრებელი და სმეურნეო ნაგებობები თავისი ტიპიური ავისებურებებიტ კარგად პასუხობდა გურული კაცის   ყველა მოთხოვნას.

  გურული კარმიდამო წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც შედგება რამოდენიმე კომპონენტისაგან. ესენია: ეზო, ბოსტანი, ბაღი ან ბაღჩა, ვენახი ყანა, ტყე ან საიბი, საფუტკრე წისქვილი და რათქმა უნდა ოდა-სახლი, ბეღელი სასიმინდე, მარანი საღორე, საქათმე, ჭა, ჭაიშკარი.

  კარმიდამოს ძირიტად ელემენტს ეზო წარმოადგენს, რომელიც დანიშნულების მიხედვიტ რამდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს.

  ოდა-სახლის წინა ჭიშკრის მიმარტულები ვრცელი ე.წ. სუფტა კოინდრიანი ეზო, სადაც ძირიადად განლაგებულია ხულა, სასიმინდე, ღია მარანი, ჭა....

  სამეურნეო ეზო ოდა-სახლია მარჯვნივ ან მარცხნივ, სადაც საქონლის და ფრინველის სადგომების. აქვეა საჩეხე, სათივე.

  გურული კაცის კარ-მიდამო შეიძლება ასე  წარმოვიდგინო:

              სოფლის გზიდან კარმიდამოზე შემოსასვლელი გზა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მიემართება. შემოსასვლელს ამშვენებს მშვენივრად გაწყობილი ჭიშკარი. კარმიდამოს აქვს მეორე მისასვლელი გზაც დასავლეტის მხრიდან. ეს გზა უკავშირდება უკან , ,,შავ ეზოს“, სადაც  განლაგებულია საქონლის და ფრინველის სადგომები ისე, რომ საერთო გზიდან მოსული საქონელი და  პირდაპირ უკანა შავ ეზოს უკავშირდება.

         ოდა-სახლის კარ-აივანი მთავარ შემოსასვლელისკენაა მიმართული. ძირს ხასხასა მწვანე  მოლია. დგას როგორც ნაყოფის მომცემი ხეები, ასევე საჩრდილებელი(ძირითად ნარგავებს მსხალი წარმოადგენს) შემდეგ მოდის ბალი,ხურმა. ეზოს გვერდით ეკვრის ტალავერი. აქვე ტალავერის წინ იწყება ფერდობი და ხელოვნური ტერასა, რომელსაც სამხრეთით ამოშენებული აქვს ქვის ყორე. ფერდობის დასაწყისში გაკეთებულია ყავრით გადახურული ფარდული, სადაც მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული იარაღ-ინვენტარი ინახება. მის წინ კი ღია ჭურისთავია მოწყიბილი, რომელსაც კომშისა და წყავის ტოტები ჩრდილავს; აქვეა არყის სახდელი ქვაბი და ვაზის შესაწამლი აპარატები. კარმიდამო მთლიანად მესრითაა შემორაგული. ღობის გასწვრივ სხვადასხვა ხეებია დარგული, სადაც უფრო მეტი თუთის ხეებია. კარმუდამოს ფარგლებშია მოქცეული ჩაის პლანტაცია, საყანე. სავენახე, საბოსტნე ფართობები, რომელიც ხე-ბუჩქნარით არის შემოსაზღუდული, რაც ცოცხალ ღობეს წარმოადგენს, მხოლოდ ბოსტანია მავთულიანი ბაღით შემოზღუდული.

          გურიაში სამშენებლო მასალად გამოყენებულია ძირითადად ხე(მუხა, წაბლი, თელა,თხელა, წიფელი, კოპოტი და სხვა).წნული ნაგებობისათვის იხმარებოდა  წნელი(იელის,შქერის,თხილის). სასარედ ძირითადად აკაცია გამოიყენება. სახურავად ისლი, ყავარი, კრამიტი. ისლით სამეურნეო ნაგებობებს ხურავდნენ. სამშენებლოდ საჭირო მასალა მოჰქონდათ მახლობელი ტყიდან. იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ თვით შერჩეულ სამოსახლო ადგილზეც უკავიათ ტყე საჭირო რაოდენობით.

     ძირითადი სამშენებლო მასალებიდან საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებისთვის უპირატესად გამოყენებული იყო ხე. ქვას იყენებდნენ პალატის სადგარებად, კიბის საფეხურებად, სახლისა და სასიმინდის სვეტებად. ამჟამად გურიაში სამშენებლო მასალად ხმარობენ აგურს.

  ბუნებრივია, კარმიდამოს კომპლექსში მთავარი ოდა სახლია. გურიაში გავრცელებული იყო ამ ნაგებობის შემდეგი სახეები: ფიცრული,ნახევრად ფიცრული(ასეთი სახლის ძირი აგურის ან ქვისაა), ლამფიანი(გარედან საქარეზე ლამფაა აკრული), ერთთვლიანი, ორთვლიანი, სამთვლიანი...

     ოდა სახლი- ძირითადად ფიცრილია. დგას ქვის ან ხის ბოკონობზე ან დაშენებილია პალატაზე. წინა მხარეზე აივანი აუცილებლად გააჩნია(ან რიკულებითაა გაწყობილი, ან ხარატულად). სახურავი ოთხფერდაა და ხურავს ან ყავარი, ან კრამიტი. მისი გეგმა ძირითადად  კვადრატულია, ძალზე იშვიათად წაგრძელებული, რომლის აუცილებელი ელემენტია ბუხარი. აქვს ფანჯრები წინა მხარეს.

   ბოყვიანი სახლი, სამზადია შუა ცეცხლიანი სახლია. აქვს კვადრატული გეგმა. მისი საძირკველი მიწას ეყრდნობა. მოკლე და ფართო ფიცრებისაგან შედგენილი კედლები ჩამჯდარია ბოყვებში. არ აქვს ჭერი და ნაშენია ურულსმნოდ. სახურავი ოთხფერდიანია. დამახასიათებელია მთელი გირიისათვის აფრიანი სახლი „ქუხნა“ შუა ცეცხლით, კვადრატული გეგმით. აფრიანი იმიტომ ქვია, რომ წინა და უკანა კართან აყვანილია აფრები, რომელზედაც სახურავის ტირეა გადებული.

   ნაგებობათა განლაგებაში საცხოვრებელ სახლს წამყვანი ადგილი ეკავა. ხშირ შემთხვევაში ეზოს ცენტრშია წარმოდგენილი.

   გურიაში სახლის ადგილის შერჩევისას ერთ-ერთ განმსაზღვრელს წარმოადგენს ეზოს სავარაუდო ნაწილები. სახლი  ის უნდა დამდგარიყო, რომ მის ირგვლივ დარჩენილიყო ადგილი აღნიშნული ეზოებისათვის. სახლი მუდამ წინა და უკანა ეზოს შორის იყო მოქცეული.

   გურული გლეხი სახლის აგებას რომ გადაწყვეტდა, მას გონებაში გააზსრებული ჰქონდა და წინასწარ ვარაუდობდა ეზოს ნაწილების განლაგებას. უნდა ითქვას, რომ სახლის შენების ეს ძველი წესი დღესაც მეტნაკლებად შენარჩუნებულია.

   სახლის ადგილის ანგარიში ეწეოდა რელიწეფს. თუ საჭირო იყო ხელოვნურად მოასწორ-მოავაკებდნენ. გურიაში სახლი ყველაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა მდგარიყო. სახლის ფასადი ყოველთვის მოქცეული იყო კოინდრით დამშვენებული სუფთა ეზოსკენ, რომლებიც ხეებითა და ყვევილებითაა დამშვენებული. გემოვნებითაა ნაკეთი ხის ჭიშკარი, რომელიც რიკულებით იყო გაწყობილი ან კრამიტით გადახურული ორფერდად.

   იშვიათი არ  იყო, რომ სახლს მდინარე ჩამოუდიოდა, ეზოს კომპლექსში წისქვილიც იყო. თუ თვალს გადავავლებთ გურული საცხოვრებელი სახლის წარმოშობა-განვითარების ისტორიას, დავინახავთ რომ უფრო უძველესი შუა ცეცხლიანი ფიცრის სახლი, რომელიც შემდგომში როცა ოდა ტიპის სახლი შეიქმნა, იგი დამხმარე ნაგებობად იქცა და . `უხნა სახლის~ სახელწოდებით შემორჩა გურული კარმიდამოს საცხოვრებელ კომპლექსს.

   ეს სამზადისი ანუ სამზარეულო დღესაც ამშვენებს მრავალი გურული გლეხის კარმიდამოს. ვინაიდან დიასახლისს ყოველდღე უხდებოდა აქ ყოფნა და მთლიანად იყო დაკავშირებული ამ სამზადისთან თავისი საქმიანობით, ამიტომ აქ ქონდა მომარაგებული ფქვილი, მარცვლეული, ხორცი, ხახვი, ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და სხვა პროდუქტები. დიასახლისს შორს რომ არ ერბინა ბოსტნეულისათვის, ბოსტანიც გვერდით ეკვროდა სამზადისს. ბეღელიც გვერდით დგა, ისევე როგორც მარანი და ჭურისთავი.

   ნალია-სასიმინდე, რომელშიც სიმინდის ტარო ინახება, სამზადისიდან დიდი მანძილით არ არის დაშორებული. 10-12 -ზე დგას ღობესთან ან ჭიშკართან თეთრ ეზოში თვალსაჩინო ადგილზე. ნალია ქონდათ აგრეთვე მინდვრად სასიმინდე ყანებში.

   ბოსელი ანუ ახორი, საქათმე-საღორე, საბატე-საკვატე, განლაგებულია უკან შავ ეზოში. აქვეა სათიკე, საშეშე.

   ამავე ეზოში გამოყოფილია ადგილი სანაკელედ (`საწუნწუხედ~) რომელიც ბოსელს ეკვრის.

 

            ოდის აღწერილობა

 

  ოდის პირველი ოთახი სასტუმროა: ცენტრში დგას მრგვალი გასაშლელი მაგიდა, გურულის ხელით დამზადებული ხის სკამები, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავეჯს გურიაში თავად გლეხი ამზადებდა. სასტუმროშივეა ცაცხვის ტახტი. ყველა ოჯახში მოიპოვება გურული საკრავები - ჩონგური და ფანდური. გურულმა იცოდა ყოველგვარი შრომის შესაფერისი სიმღერა.

  გურიაში ნადირობას ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ბევრი გლეხის ოჯახში არსებობს კედელზე დაკიდული ირმის რქები და სხვადასხვა სახის იარაღი - თოფი, ხმალი, ხანჯალი დამბაჩა.

ოდის მეორე ოთახი-საძინებელი. საწოლი ცაცხვის ხისგან არის გაკეთებული, საწოლის თავზე ამოკვეთლი აქვს მცენარეული ორნამენტები დაჩარხული რიკულებით.
კამოდი- ოთხ ფეხზე გამოჩარხული ფიჭვის ხისაგან არის გკეთებული.
მესამე ოთახი_ ხანდაზმული ადამიანისათვის.
მრგვალი პატარა მაგიდა, ორი ხის საკმი. სკივრი
- წაბლის ხისაგან დამზადებული, მასში ინახებოდა ცაწვრილმანო ნივთები. სამივე ოთახშია ბუხარი და ლამპა.

სამზადისის შესასვლელში აივანია. “თაიკანი” არ არის ქართული სიტყვა, მისი შესატყვისია “წინ გადარი”

Hosted by uCoz