ისტორია

გურიის ძველი ისტორიისა ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიციტ, ვახუშტის  სიტყვით, „მზღვრის ამას მურიას“ აღმოსავლეთით მთა ფერსათი, სამცხე- გურიას შორისი და საჯავახოს სორისი, სამხრეთ ჭოროხის მდინარე და მთა მცირე, ფერსათიდამ ჩამოსული დასავლეთ, აჭარა-გურიის შორისი ჩრდილოთ რიონი გურია-ოდიშს შორისი და დასავლით შავი ზღვა“ გურია, როგორც ცალკე პროვინცია ამ სახელით ცნობილი ხდება VII    ს-ის II   ნახევრიდან, გადამწყვეტი  ბრძოლის  წინ  გურიაში  დაბანაკებულა  მურვან  ყრუ. გაუგონარ კაცს  დღემდე  გურიაში  მურვანს  ეძახიან.

გურიელი პირველად მოხსენიებულია რუსუდან მეფის დროს VII       ს-ში  II      ს-ში გურიელებთან პირველი ისტორიულად ცნობილი პიროვნებაა ვინმე კახაბერი, რომელიც ქართული მატიანეების ჩვენებით,1483წელს გარდაიცვალა. კახაბერს წარმოშობით ვარდანიძის საგვარეულოს აკუთვნებდნენ. ეს ძვარი თამარის დროიდან განაგებდა სვანეთის საერისთაოს.

მეფე  გიორგი V  ბრწყინვალეს  დროს  XV -სში მას ებოძა გურია, სვანეთში კი მის ნაცვლად გელოვანთა სახლი დაადგინეს.გურიის ისტორიის შესახებ ჩვენი ცნობების სიმწირე  იმით უნდა აიხსნას, რომ გურია კარგად  არ ყოფილა გამოკვლეული არქეოლოგიურად. დიუბუა  დე-მონპერემ ფრიად მცირე ცნობები მოგვცა: მისი ადგილობრივი  ნარკვევებიდან  მეტ-ნაკლებად  დამაკმაყოფილებელია  და  ისიც  მხატვრულის  მხრივ, შემოქმედის  და  ვაშნარის, ანუ  როგორც  იგი  შეცდომით  უწოდებს,  უჯენარის  ნარკვევი.

          საინტერესოა  საიდან  წარმოდგა  სიტყვა  გურია,  არსებობს რამდენიმე  ვერსია:

  1. ზოგი  მიიჩნევს,  რომ  სიტყვა   გურია  „გურიაობიდან“  მოდის  და  „დაუცხრომელ  სამყოფელს“  აღნიშნავს.  ვახუშტი  ბატონიშვილი  მოგვითხრობს,  როცა  ლეონ  აფხაზთა  მეფე   გახდა,  გურულებმა  აღარ  ინებეს  ოძრხის  ერისთავის  მორჩილება,  „ გურიაობით“  განუდგნენ  ადარნასე  და  აშოტ  ბაგრატიონებს  და  შეურთდნენ  ლეონსო.

   2.  თურმე  ინდოეთის  მეფეს  შედათს   წალკოტი  გაუშენებია – ერი  ღმერთად მიმიჩნევსო.  დიდებულებმა დაუწუნეს – შენს  ბაღს ანგელოზები  აკლიაო.  მეფეს  სხვადასხვა  ქვეყნებიდან  „გურიების“  ( ლამაზი  ხალხი )  ინდოეთს  ჩამოყვანა  უბრძანებია. ღმერთმა   სასჯელი    მოუვლინა    კადნიერ  მეფეს , მისი  დაღუპვის.  ეს  ამბავი  ქვეყნის  პირზე  შეკრებილმა  „გურიებმა“  კავკასიაში  შეიტყვეს  და  იქვე  დარჩენა  გადაწყვიტეს.  თავის  სამყოფელს  კი  გურია უწოდეს.

საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, გურია ნიშნავს -..ქვეყნის გულიყო.

გურულები - ,,ვაჟნი და ქალნი მსგავსნი იმერთა ზნიტა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა... შემოსილნი აგრეოვე და შუენირებითაცა,არამედ  უმეტეს კეკელიანი და რბილი, ენა - ტკბილი-მოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არამედ ქართულისავე ენისანიდა არა  სხვისა. ბრძოლასა შინა შემომართებულნი

Hosted by uCoz