გურული სიმღერა

 

        გურული ხალხხური სიმღერა უნიკალურ მოვლენას წაარმოადგენს მუსიკალურ ფფოლკლორში. ამასთანავე განსაკუთრებულ მოვლენაას წარმოადგენს მსოფლიო მუსიკალურ ფოლკლორშიც. ხალხის მუსიკალური აზროვნება გულურ სიმღერაში, განვითარების უმაღლესს საფეხურს აღწევს. გულური ხალხური სიმღერა გვანცვიფრებს ურთულესი ფაქტორით, ცალკეული ხმის პარტიის მიხედვით, ურთულესი ჰარმონიული შეხამებით, სრულყოფილი აარქიტრექრტონიკით.

            გულურ სიმღერებში გაბატონებულია საამხმიანობა, ოთხხმიანობა (,,ნადურებში“), შემონახულიაა ერთხმიანობააც და ორხმიანობაც.

            როგორც ვიცით, ქართულ ხალხურ სიმღერებში. თითოეულ ხმას საკუტარი საახელები აქვს. ასევეა გურულ სიმგერებშიც, მაგრამ აქ შემონახულია ხმების სხვადასხვაგვარი სახელწოდება.

            I    ხმა - კრინი, კრიმაანჭული, გამყინავი, წვრილი.

            II   ხმა – მთქმელი, დამწყები, მწყებელი,მოძახილი.

            III         -  ბანი

            IV        -  შემხმობარი, ანუ მაღალი ბანი.

             სამხმიან სიმღერებში შეიძლება იყოს ხმების შემდეგნაირი განაწილება:

            კრიმანჭულე, მტქმელი, ბანი ან გამყინავიმ მთქმელი და ბანი და ა.შ.

            ოთხხმიან სიმღერაში I ხმა კრიმანჭულია:

            II         დამწყები ან მთქმელი

            III        შემბმობარი და   IV    -    ბანი.

            რამდენი მომღერალი ასრულებს თითოეულ ხმას: მაღალ ხმებს როგგორც წესი, ამბობს თითო მომღერალი. მაგ: კრიმანჭული, გამყინავი, წვრილი აუცილებლად სოლისტია , მაშინ როცა, ბანში და შემხმობარში დასაშვებია 2,3  და მეტი კაცი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გურული მეტად განვიტარებული, მოქნილია და მის შესრულება მოითხოვს უზადო შესრულებას, ამიტომ 2-3 კააცი სავსებით საკმარისია.  გურული სიმღერების სპეციფიკას შეადგენს მაღალი ხმა – კრიმანჭული, რომელიც განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში ჟღერის . ი ჯავახიშვილის საამართლიანი დკვირვებით, კრიმანჭული წარმოშობილია კრინი-საგან. იგი ,,მანჭულ“, დაგრეხილი კრინია. კრიმანჭული მოითოვს განსაკუთრებულ ტექნიკას. იგი ძალზედ სპეციფიკურაად სრულდება. შემსრულებელი მაღალ რეგისტრში გადმოსცემს მეტად  მოქნილ, სხარტ მელოდიურ ხვეულებს. მას ახასიატრბს ერთი და იგივე  მელოდიური ფორმულის  მრავალგზის განმეორება – ოსტინატო. იგი რეგისტრულად , ძალიან დაშორბულია II და III ხმას და მხოლოდ წინადადების, მუხლის ბოლოში ჩამოდის ქვევით და კადანსირდება. კრიმანჭული არასდოს არ შეიცავს ტექსტს და ემყარება სპეცციფიკურ, შინაარსმოკლებულ დამხმარე მარცვლებს: ,,ორიახო“, ,,ურუახო“, ,,იახო-უახო“, ,,რიმტირი“, და ა.შ. კადანსირების დროსაც იგი ეყრდნობა დამხმარე სიტყვებს ,,ორუდილა“, ,,ნანადელა“, და ა.შ. უნდა ითქვას, რომ მოკრიმანჭულეები ხალხში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ, მათი სახელები დღესაც ახსოვთ: თამაზ ღლონტი, გიორგი ბაბილოძე, სიხარულიძე, მიხეილ შავიშვილი.

            II – ხმა ( მთქმელი, დამწყები, მწყებელი, მოძახილი). წამყვანია გურულ სიმღერაში. მას ისტორიულადაც პირველი ადგილი უნდა მივაკუთნოთ. ამრიგად, აქაც იგივე მდგომარეობაა, რაც ქარლთ-კახეთში მეორე ხმას გურულ სიმღერაში მიჰყავს ტექსტი. იგი რეიტატიულ თხრობითი ხასიათისაა, როდესაც შინაარსს გადმოსცემს, მაგრამ მოქნილი და სხარტია, როდესაც გადადის დამხმარე სიტყვებზე.

            III – ხმა ბანის პარტია უმრავლეს შემტხვევაში მხოლოდ დამხმარე სიტყვებს ეყრდნობა.  მაგ: ,,აბა-დელა“, ,,ვადილა“,  ,,და ჰე“. გურული სიმღერების  ბანი განსაკუთრებული და მოძრავია. დიაპაზონი აჭარბებს ქტავას, აღწევს დეციმამდეც კი, ამასთან, ბანის მელოდია ხშირად უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ხმების პარტია. იგი წამყვანია სიმღერებში, განსაზღვრავს მის ხასიათს, ტონუსს. ბანის ასეთი მელოდიურობა და განვითარება, რამდენადმე განაპირობა იმ იმანაც, რომ იგი უმთავრესად უტექსტოა.

            IV – ხმა შემხმობარი (მაღალი ბანი) გვხვდება მხოლოდ შრომის სიმღერებში, კერძოდ ,,ნადურში“. იგი ძალზედ სპეციფიკური ხმაა და არ გავს დანარჩენს. ძირითადად უძრავია გაჭიმულია მელოდიურად და მხოლოდ კადანსში ამოძრავდება. არასდროს არ შეიცავს ტექსტს. იგი რამდენადმე წააგავს ბურდონულ (გაბმულ) ბანს და განსაკუთრებით იმერეთის ,,ნადურის“ ბანს სინტერესოა მისი ადგილიც: იგი ხმოვანებს ბანსა და II ხმას შორის.

            რა ფორმისაა გურული სიმღერები? ამ კუთხის სიმღერებში წამყვანია პოლიფონიური ფორმა, კონტრასულობა აქ ყველგან იგრძნობა, ჯერ ერთი ხმები თავისი ტემბრით, ხმოვანების ხასიათით ერთმანეთისაგან გამოირჩევიან. მაღალი ხმა მჭახეა, შუა ხმა უფრო რბილი, ბანი-რიხიანი. ყოველი ხმის სასიმღერო პარტიაც კონტრასტულია. კრიმანჭული მოკლე გრძლიობის ბგერებს ურთულესი ჩახვევებით იმეორებს ოსტინატურად. ამ დროს II ხმის პარტია თხრობით რეჩიტატულია. ბანი კი მელოდიურად განვიტარებული და მოძრავია. ყველა ხმის სხვადასხვა ტიპის მელოდიას სხვადასხვა რიტმულ მოძრაობებს რკინის ჩარჩოებში სვავს სწორედ პოლიფონიური პორმა მყარი ჰარმონია. გურული სიმღერების ჰარმონიულ შეხამებაში ჭარბობს დისონანსები. ზოგჯერ დიდ მანძილზე გვაქვს დისონანსების ჯაჭვი და აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე  კონსონირებული აკორდი. აქ თითოეულ ხმას დამოუკიდებელი  მელოდიური ხაზი და საკუთარი ტონალობა აქვს, რასაც მივყავარ პონიტონალიზმამდე

        გულურ სიმღერებში პოლიფონიური განვითარების სხვადასხვა ხერხებია გამოყენებული. აქ სიმღერების არქიტექტონიკას აყალბებს ლინეარული მოძრაობა, დამოუკიდებელი მელოდიების ერთდროული  გატარება-დისონერაბა. პოლიფონიურ ფაქტურას ახასიათებს რიტმული იმიტაცია, მაგრამ მელოდიური მონაკვეთის ზუსტი გამეორება, როგორც კლასიკურ სტილშია, აქ არ გვხვდება.

უნდა აღინიშნოს რომ გურულ სიმღერებში მარტო კრიმანჭულიან სიმღერებში კი არ ვხვდებით. აქ არის ისტორიულ-საგმირო, სალაშქრო, მაყრული: უკრიმანჭულო სიმღერბისათვის დამახასიათებელია მეტი სიმშვიდე, ლირიზმი ასეთია სუფრული,  ლირიკულ-სატრფიალო სიმღერები. საერთოდ, გურულ სიმღერებში ძალზე ბევრია ლირიკული განწყობილების  მქონე მელოდიები. ასეთებია: ,,დილა“, ,,ბატონებო“, ,,მივალ გურიაში“, ,,ნანინავ“, ,,შალვა ჩემო“ და ა.შ.  უკრიმანჭულო აგტეთვე,  ,,მე რუსთველი“, ,,წამოკრული“, ,,სუფრული“, ,,ღიღინი“, ,,გრძელი ღიღინი“ და ა.შ.

            დიდ ინტერესს იწვევს გურული შრომის სიმღერები, ესენია: ,,ელესა“, ,,ხელხვავი“, ,,ნადური“. სამივე სიმღერა კოლექტიურია და სრულდება   ნადში.

         ,,ელესა“- სრულდება განსაკუტრებულ შემთხვევაში, მძიმე ხის გადმოთრევის დროს მაღალ მთაში. სრულდება უშუალოდ შრომის პროცესში და შრომითი ორგანიზმების დარაზმვის საშუალებას წარმოადგენს.

            ,,ხელხვავი“- სრულდება სიმინდის გარჩევის წინ. მას საწესო(სარიტუალო) დანიშნულებაც ჰქონია. ეს სიმღერა თავისი აღნაგობით პოლიფონიურია და მაღალ განვითარებული სიმღერების ჯგუფს ეკუთვნის.

            ,,ნადური“ - მას განსაკუთრებული ადგლი უკავია ქართული შრომის სიმღერებში.  იგი ნამდვილი შრომის სიმფონიაა. სრულდება არი ოთხხმიანი გუნდის მიერ. (ორ გუნდოვანი0 ამასთან თითოეული გუნდი 8-12 კავიანია.

            ,,ნადური“ -  ძველად სოფელში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. მისი ხმა ეფინება ყანებს. ზოგჯერ ნადის წევრები ადრე მოათავებდნენ  მასპინძლის სამუშაოს, გადადიოდნენ ყანაში  და იქ აგრძელებდნენ სიმღერას და მუშაობას. ნადი იყო ერთგვარი გართობის, გახალისების საშუალება, სიმღერა და მთელი ეს პროცესი შრომას ხალისიან სანხაობად აქცევდა. აქ დიდი ადგილი ეკავა შეჯიბრების მომენტს. ორი გუნდი ერთმანეტს ეჯიბრებოდა არა მარტო სიმღერაში, არამედ შრომაშიც. ამიტომ ნადის მთქმელებს დიდი სახელი ჰქონდათ მთელს გურიაში. ამიტომაა, ეომ დღესაც ახსოვთ ნადურის მთქმელთა გვარები, ამასთან ,,ნადურის“ სხვადასხვა ვარიანტები არსებობს: ,,ჩოჩხათურაი“, ,,გურიანთელაი“, ,, შემოქმედებაი“, ,, ჯიქური“, ,,მოსულაი“.

            ,,ნადური“ - დიდხანს გრძელდება. იწყებს II ხმა, რომელსაც ეხმაურება შემხმობარი, შემდეგ ასეთივე გადაძახილებით ეპასუხება მე-2 გუნდი. ამის მერე ემატება მაღალი ხმა და კარგა ხანს სიმღერა სიმღერა 3 ხმაზე მიდის. აი მე-4 ხმა, (ბანი) რომ გამოჩნდება, იწყება სიმღერა II ნახევარი. სიმღერა ძალზედ დინამიურია, იწყება საშუალო ტემპით, აღწევს  დიდ სისწრაფეს, ბოლოს გუნდების გადაძახილი თანდათან მოკლდება, ხდება ერთ ტაქტიან ფაზაზე გადასვლა. აქ უკვე ფორმალურად ორივე გუნდი გაერთიანებულია და ისე მთავრდება სიმღერა.

            ,,ნადურების“ -  გარდა ორგუნდიანობა ახასიათებს საფერხულო სიმღერასაც.

            ყველაზე განვითარებულ და რთულ სიმღერებში პოპულარულია რთული ფორმა- ტრიო და გუნდი. ტრიო ჩვეულებრივ, ცნობილი მომღერლებისაგან შედგებოდა. აქ არის III სოლისტი, რომლებსაც , რომლებსაც ურთულესი  პარტიები აქვთ. ტრიოს ეპასუხება გუნდი, რომელიც ზოგჯერ ორხმიანია. , ზოგჯერ სამხმიანი. გავრცელებულია ასევე საკუთრივ ტრიო – სიმღერები. ამის საუკეთესო ნიმუშია ,,შაშვი კაკაბი“. განსაკუთრებით პოპულარულია ძმები ერქომაიშვილის ვარიანტი.

 

 

გამოყენებულია ლიტ.

კ.ჭოხონელიძის ჩანაწერები

ი.ჯავახიშვილის ,,ქართული

მუსიკის ძირითადი ელემენტები“

შ. ასლანიშვილი ,,ქართული ჰარმონია“

 ლ.იმედაძე.

 

მუსიკა

 

გურული საკრავები

 

            ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა 3ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზედაც მიუთითებს ფრიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალირი საკრავები. მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი  გედის ლულოვანი ძვლისგან  გაკეთებული უენო სალამური.

            უძველეს საკრავთა ჯგუფს მიეკუთვნება ჩანგი, რომელიც აღმოჩენილია ჩ.ძ.ღ-ის 4სკ-ში. ჩანგი მოხრილი მკლავის მოყვანილობისაა. ლეგენდის მიხედვით, სატრფომ დაღუპული მონადირის მკლავზე საკუთარი თმები გააბა და ზედ სევდიანი ჰანგი დაუკრა. ეს საკრავი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არის გავრცელებული.

            ,,წინწილა“ - რომლის უძველეს წარმოშობაზე მეტყველებს ჩვენი წელთაღრიცხვის IV სკ-ის დათარიღებული ბრინჯაოს წყვილი თეფში, ,,მოდინახეს ციხის“ ტერიტორიაზე და არმაზის დროსაა ნაპოვნი. წინწილა დასარტყამი საკრავია და ესეც საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.

            ,,ბუკი“ -  ძველქართული ლითონის ჩასაბერი საკრავია. მეფედ კურთხევისას ბუკის დაკვრა წესად იყო მიღებული. ბუკს სხვა დანიშნულება ჰქონდა. მის ხმაზე ლაშქარი აყრა-გამგზავრებისთვის მზადებას იწყებდა. ამ საკრავს ლხინისა და  ნადიმის დაწყების წინაც ახმოვანებდნენ ხოლმე.

            საქართველოში არსებობს საკრავთა სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი.

            კერძოდ გურიაში გავრცელებულია ჩონგური (დასავლეთ საქართველო) იგი 4 სიმიანი საკრავია და ძალიან მიმზიდველი სასიამოვნო ტემბრი აქვს. მასზე დაკვრა უფრო რთულია, მაგრამ  ჩონგურის საუკეთესო ვირტუალობებიც იყვნენ გურიაში. ჩონგურის სპეციფიკას წარმოადგენს მე-4 ხმა - ,,ზილი“, რომელიც უმთავრესად  ბანის ოქტავას გვაძლევს. ზილი მხოლოდ ერთ ბგერას იძლევა. ჩონჰურზე გურიაში სრულდებოდა ლირიკული სიმღერები.

            გურიაში ცნობილია უძველესი ექვსლულიანი ჩასაბერი საკრავი ,,სოინარი“. სოინარი აიგება ძირითადად ტერციებით. ერთდროულად შეიძლება 1,2 და 3 ბგერის აღება ამიტომ როინარი მრავალხმიან საკრავს წარმოადგენს.

Hosted by uCoz