ჩაცმულობა

 

ჩაცმულობა - ბაშლუყი ანუ გვაბანაკი, ქართულად ყაბალახი და ნაბადი.

  ყაბალახი დამზადებულია ადგილობრივი წარმოების აბრეშუმისგან დარაის თეთრი ქსოვილისაგან. აბალახს გურიაში ორივე სქესის წარმომადგენლები ხმარობენ.

  ნაბადი დამზადებულია შავი ფერის მატყლისგან. ნაბადი როგორც ვიცით ქართული ხალხური სამგზავრო ტანისამოსის აუცილებელი რაციონალური კომპონენტია. ის განუყრელი იყო მწყემსისთვის, მგზავრთა თუ მხედრისთვის.იცავდა დარსა თუ ავდარში, ღია ცის ქვეშ შემოღამებულს და ზოგჯერ ლოგინის მაგივრობასაც უწევდა. ცხენოსანს ის მუდამ უნაგირზე ჰქონდა ამოკრული, მისთვის და მისი ცხენისთვის ნაბადი სათბურიც იყო და მცხუნვარე მზის მფარველიც.

 

Hosted by uCoz