წეს-ჩვეულებანი

 

 გურიაში მრავლი ჯიშის მაღალი ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ.

    აგუნა ღვინის ღმერთი იყო. მისი კულტი შემორჩა გურიაში.

”აგუნას” დაძახება გურიაში ახალი წლის წინა რამის კი არა, ახალი წლის საღამოს იციან. წავლენ მარანზე, წაიღებენ  საწნახელზე ნაჯახის ყურით ( პატარა ცულით) არაკუნებდნენ და შემდეგ სიტყვებს ყვირილით ამბობდნენ:

                                         ”აგუნა, აგუნა! გადმოიარე,

                                          ბახვი და საკანა ჩამოიარე !...

                                          ჩვენს მამულში ყურძენი 

                                          სხვის მამულში ფურცელი;         

                               ჩვენს ქალებს ყაჭი და აბრეშუმი,

                            და სხვის ქალებს ტარი და კვირისთავი.

 

   სხვადასხა სოფლებში სხვადასხვანირად იციან გადაძახება და სიტყვებიც სხვადასხვანაირია: – მაგ. სიტყვების მაგიერ “ბახვი და ასკანა ჩამოიარე   

იტყვიან: “ახუას კარი ჩამეიარე“ და სხვ. აგუნა არის ყურძნის , ისევევ როგორც რომაელების “ბახუსი“, ბერძნების “დიონისე“.

                                             

                                                                       ექვთიმე თაყაიშვილი

 

ჩიჩილაკი

  გურიაში ახალ წელს ხვდებოდენ ჩიჩილაკით, რომელიც სიცოცხლის ხესა და ნაყოფიერებას განასახიერებს. მას ამზადებდნენ თხილის ხისგან და წმინდა ბასილის წვერებად აღიქვამდნენ.

   თხილის ტოტი ქვემოდან ზემოთ დანით ბურბუშელასებრ ათლილია. ზედა ბოლოში ჩიჩილაკი ოთხად იპობა. ნაპობში-პატარა წვერში კარგად გათლილი ჯოხები მაგრდებოდა ზედ ბროწეულითა და გვერდებში ვერცხლის ფულებდარჭობილი ვაშლებით, მათ ქვემოთ ხაჭაპურია. ეს ყველაფერი მორთულია  მარადმწვანე, წითელმარცვლია ბაძგით და ფითრით.

    მეკვლე ჩიჩილაკით ხელში დაივლიდა კარმიდამოს, თითოეულ სამეურნეო ნაგებობასთან გაჩერდებოდა და მიულოცავდა ახალ წელს. (ადრე მეურნეობის ყველა დარგს თავისი ღვთაება ჰყავდა)

   ახალდაბადებული ბავშვი ჯანმრთელი და ძლიერი რომ ყოფილიყო, მის სახელზე ჭყინტი ყველისაგან გააკეთებდნენ თავის გამოსახულებას, რომელსაც გოჭის ძვლებით , ტანისა და ფეხის ფორმას მისცემდნენ. კერასთან ახლოს ამოთხრიდნენ მიწას, ყველაფერს ამას შიგ ჩადებდნენ, გადაასხამდნენ ღვინოს და დაილოცებოდნენ „მიწავ გამიჯერიებიხარ, კარგი ფერი და ხორცი მიეცი ჩემს ბაღანას“

 

აგუნა - ღვინის ღმერთი

 

გურიაში მრავალი ჯიშის მაღალი ვაზი  ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენიბით გაჰქონდათ,  აგუნა ღვინის ღმერთი იყო. მისიკულტი შემორჩა გურიაში.

აგუნას დაძახება გურიაში ახალი წლის წინა ღამეს კიარა, ახალი წლის საღამოს  იციან.წავლენ მარანზე ,ღორის თავს წაიღებენ, საწნახელზე ნაჯახის ყუით [პატარა ცულით]

არაკუნებენ  და შემდეგ სიტყვებს ყვირილით ამბობენ: „აგუნა, აგუნა!გადმოიარე,

ბახვი და ასკანა ჩამოიარე!...

ჩვნს მამულში ყურძენი

სხვის მამულში ფურცელი„

 

ავი თვალის საწინააღმდეგო

 

ეზო შემოღობილი შქერის წკნელით, სადაც სარზე ჩამოკიდებული არის ცხენის თავის ქალა, რომელიც ეზოში შესვლისთანავე თვალში გაცემა გურული გლეხის წარმოდგენით ეს იყო კარ-მიდამოს მცველი, თუ ვინმე ავი თვალის პატრონს შეშურდებოდა მასპინძლის ჭირნახული, თუ ვინმე რაიმე ბოროტს გაივლებდა გულში ცხენის თავის ქალის დანახვაზე ყოველივე სიბოროტე ძალას კარგავდა. ასევე ხმარობდნენ “პაპა-ჯვარს”, ეზოს შუა ალაგს დასობილი არის ლატანი 6-7 მხარის სიგრძის წვერში ჯვარი აქვს გაკეთებული და ზედ ეკლის ჯვარი აქვს გაკეთებული. ეს არის იარაღი, ანუ მფარველი ოჯახისა; მას ძირში ურჯობდნენ იელის ტოტს

ჭექა-ქუხილის საწინააღმდეგოდ.

 

 

   გურულების წარმოდგენით კუდიანებს წელიწადში ერთი დღე აქვთ ბენეფისად, დღესასწაული, ეს არის “დადეგის” ძველი წლის ბოლო და ახლის დასაწყისი. ამ დროს გურული ოჯახის უფროსი აკეთებს “პაპა-ჯვარს” ეზოს გამოსაჩენ ადგილას.

მღალავი” ავი განზრახვით შემოსული ეზოში, თავის ბოროტ თვალებს ვერ აშორებს “პაპა-ჯვარს”, თანდათან მისი გრძნეულება დუნდება და უძლური ხდება.

Hosted by uCoz